From : Dimitri Tskitishvili <dimitrits@parliament.ge>
To :
Subject : დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა შრომითი კანონმდებლობის შესახებ
Received On : 21.05.2019 14:44
Attachments :

ძვირფასო მეგობრებო,

 

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტი ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობს შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტიების შექმნის მიმართულებით და იმავდროულად აქტიურად ახორციელებს საპარლამენტო ზედამხედველობას.

 

პროცესი მიმდინარეობს ინკლუზიურ ფორმატში სადაც დამსაქმებლებისა და დასაქმებულთა ინტერესების დამცველებს ეძლევათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ საკითხების განხილვაში და გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები.

 

განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო ამ სფეროში მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციების როლი, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ პროცესში, მათ მიერ გამოხატული მატერიალურ-ტექნიკური თუ ინტელექტუალური მხარდაჭერით.

 

ჩვენი ერთობლივი საქმიანობის უკეთესი კოორდინირების მიზნით, გვინდა მოგიწვიოთ დონორთა და პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციათა პირველ საკოორდინაციო შეხვედრაზე, რომელზეც განხილული იქნება შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით ჩვენს მიერ განსაზღვრული გეგმები.

 

იმავდროულად შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა გექნებათ წარმოადგინოთ, როგორც თქვენი შეხედულებები საპარლამენტო საქმიანობის გეგმებთან დაკავშირებით, ასევე გაგვაცნოთ თქვენს მიერ დაგეგმილი და მიმდინარე საქმიანობის შესახებ ინფორმაციაც.

 

შეხვედრა გაიმართება 28 მაისს 11:00 საათზე საქართველოს პარლამენტში, ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში (პარლამენტის A კორპუსი, დარბაზი N307).

 

შეხვედრაზე უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი.

 

გთხოვთ დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა აღნიშნულ ღონისძიებაში არაუგვიანეს 24 მაისისა, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: kokapanadze@gmail.com.

 

პატივიცემით, ​


Dimitri Tskitishvili  | დიმიტრი ცქიტიშვილი
Deputy Chair of the Foreign Relations Committee of the Parliament of Georgia | საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე


E-mail: dimitrits@gmail.com
Cell: +995 599 109 066
P Please consider environment before printing this e-mail.​​​​​​​​