From : Ketevan Tsankashvili <ktsankashvili@gov.ge>
To :
Subject : დონორების ყოველწლიური ფორუმის სცენარი
Cc : Natia Mezvrishvili <nmezvrishvili@gov.ge>; Ana Kvernadze <akvernadze@gov.ge>; Tamar Rogava <trogava@gov.ge>
Received On : 03.12.2019 14:30
Attachments :

პატივცემულო კოლეგებო,

 

როგორც მოგეხსენებათ, მ.წ. 12 დეკემბერს სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი გიორგი გახარიას, ხელმძღვანელობით გაიმართება დონორთა ყოველწლიური ფორუმი.

 

ფორუმის პირველი ნაწილი მიზნად ისახავს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების სტრატეგიული დიალოგის წარმართვას დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და მათი ინფორმირებულობის გაზრდას სახელმწიფო პრიორიტეტების, მიმდინარე რეფორმების და ახალი ინიციატივების შესახებ.

 

ფორუმის მეორე ნაწილის ფარგლებში  („მრგვალი მაგიდის“ ფორმატი)  განიხილება ქვეყანაში არსებული საგარეო დახმარების საკოორდინაციო მექანიზმები და საგარეო დახმარების მართვის მონაცემთა ბაზა (eaims.ge). ამ ნაწილში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ მინისტრის მოადგილეები, დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

 

აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, გიგზავნით შეხვედრის პირველი ნაწილის (პრემიერი/მინისტრები/დონორები) დეტალურ სცენარს. დონორებმა წინასწარ მოგვაწოდეს პანელებზე გასაჟღერებელი საკითხები, რომლებსაც მათი მხრიდან კონკრეტული სპიკერი შესაბამის მინისტრთან დისკუსიისას წამოწევს. შესაბამისად, გთხოვთ, არაუგვიანეს 9 დეკემბრისა მოგვაწოდოთ მინისტრების საპასუხო მესიჯები აღნიშნული კითხვების მიხედვით, რათა წინასწარ ვფლობდეთ მთავრობის ძირითად შეთანხმებულ გზავნილებს.

 

 

პატივისცემით,

 

დონორების კოორდინაციის სამმართველო

 

 

 

photoGOV.GE

http://e.gov.ge/sig/images/f.png  http://e.gov.ge/sig/images/t.png  http://e.gov.ge/sig/images/y.png

Donor Coordination Unit
 
Administration of the Government of Georgia
7 Ingorokva str., Tbilisi, Georgia. 0114

T:  (032) 2  990900 / 2157

QR-Code Generator