From : Giorgi Sakhokia <gsakhokia@gov.ge>
To : bmaisuradze@mes.gov.ge; lkharatishvili@gmail.com; shgogoladze@mes.gov.ge; tkitiashvili@mes.gov.ge; nmitskevich@mes.gov.ge; edgebuadze@mes.gov.ge; George.khanishvili@mepa.gov.ge; Iuri.Nozadze@mepa.gov.ge; khatia.tsilosani@mepa.gov.ge; nino.tandilashvili@mepa.gov.ge; solomon.pavliashvili@mepa.gov.ge; emikabadze@moesd.gov.ge; asaghirashvili@moesd.gov.ge; garveladze@moesd.gov.ge; nenukidze@moesd.gov.ge; dtvalabeishvili@moesd.gov.ge; inadareishvili@moesd.gov.ge; lchikovani@mod.gov.ge; rbregadze@mod.gov.ge; dsujashvili@mod.gov.ge; jburchuladze@mod.gov.ge; msarjveladze@justice.gov.ge; glordkipanidze@justice.gov.ge; gpataridze@justice.gov.ge; atabatadze@justice.gov.ge; irakli.karseladze@georoad.ge; v.makharoblishvili@mfa.gov.ge; kh.totladze@mfa.gov.ge; a.khvtisiashvili@mfa.gov.ge; ldarsalia@mfa.gov.ge; mninua@mfa.gov.ge; ts.kavlashvili@mof.ge; lasha.khutsishvili@mof.ge; z.dznelashvili@mof.ge; n.gagua@mof.ge; giorgi.kakauridze@mof.ge; m.dundua@mof.ge; k.sabanadze@mia.gov.ge; vbortsvadze@mia.gov.ge; njavakhadze@mia.gov.ge; gbutkhuzi@mia.gov.ge; i.tchelidze@mia.gov.ge; ntsatsiashvili@mia.gov.ge; tgabunia@moh.gov.ge; gtsotskolauri@moh.gov.ge; tbarkalaia@moh.gov.ge; takhvlediani@moh.gov.ge; L.gigauri@smr.gov.ge; Ana Buchukuri <abuchukuri@gov.ge>; Lela Akiashvili <lakiashvili@gov.ge>; i.begiashvili@mrdi.gov.ge; m.giorgobiani@mrdi.gov.ge
Subject : დონორებთან კოორდინაცია
Cc : Donor Coordination Unit <dcu@gov.ge>; Ana Kvernadze <akvernadze@gov.ge>
Received On : 24.03.2020 15:00

კოლეგებო მოგესალმებით,

 

მოგმართავთ მნიშვნელოვან საკითხზე,  რომელიც კრიზისულ სიტუაციაში დონორებთან კოორდინაციას, ჩვენი საჭიროებების სწორად განსაზღვრას და მათი დახმარების შესაბამისად დაგეგმვას ეხება.

 

კარგად მოგეხსენებათ, რომ მთავრობის #238 დადგენილებით განსაზღვრულია მთავრობის ადმინისტრაციის უფლებამოსილება დონორთა მოძიებისა და მათი მხარდაჭერის ეფექტიანი კოორდინაციის შესახებ. ამ პროცესში ჩვენ სისტემურად ვაგროვებთ და ვაანალიზებთ მონაცემებს საგარეო დახმარების თაობაზე, მუდმივ კონტაქტზე ვართ დონორებთან და  შედეგად, თქვენი ჩართულობით, ვადგენთ სამომავლო გეგმას და პრიორიტეტებს.

 

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებითადმინისტრაცია გაზრდილი დატვირთვით მუშაობს ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია თქვენი ხელშეწყობა, რომ კოორდინაცია არ გართულდეს, დუბლირებები არ წარმოიშვას და მთავრობას ჰქონდეს ერთიანი სურათი, რომელი დონორი რომელ სფეროს უწევს დახმარებას.  

 

შესაბამისად, ჩვენი თხოვნაა, ცენტრალური აპარატის, ასევე სსიპ-ებისა და სხვა საქვეუწყებო დაწესებულებების წარმომადგენლებმა დონორებთან ელექტრონული ფორმით მიმართვის შემთხვევაში, მიმოწერაში გაითვალისწინონ (cc) ადმინისტრაციის დონორთა კოორდინაციის სამმართველო (dcu@gov.ge), ხოლო ნებისმიერი ტიპის მოლაპარაკების შედეგის შესახებ აცნობონ ამავე სამმართველოს მოკლე ანგარიშის სახით. ანგარიში უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  1. საჭიროება
  2. დახმარების ინიციატორი (დონორი თუ კონკრეტული უწყება)
  3. დახმარების გამწევი დონორის დასახელება
  4. დახმარების განხორციელების არეალი: ცენტრალური თუ ადგილობრივი დონე
  5. დახმარების ტიპი (ტექნიკური, გრანტი, სესხი, საბიუჯეტო და ა.შ)
  6. გრანტის ან სესხის შემთხვევაში ბიუჯეტის ოდენობა

ამგვარად, ჩვენ უზრუნველვყოფთ მობილიზებული დახმარების აღრიცხვას და სწორად მორგებას საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში  წარმოშობილ საჭიროებებზე.

 

მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ მინისტრმა ჩამოაყალიბა 4 ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება. ესენია:

 

გთხოვთ, დონორებთან მოლაპარაკების პროცესში გაითვალისწინოთ  ზემოაღნიშნული  4 პრიორიტეტი, რათა დონორთა დახმარება მიზნობრივად მოხმარდეს არსებულ გამოწვევებს.

 

ასევე გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია სასწრაფოდ გაავრცელოთ თქვენს უწყებებსა და ქვემდებარე სსიპ-ებში.

 

პატივისცემით,


გიორგი სახოკია