| From : | Tea Gvaramadze <tgvaramadze@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge> |
| Subject : | დისტანციურ სწავლებაზე |
| Cc : | mmaghlapheridze@moh.gov.ge; tgotsadze@ssa.gov.ge |
| Received On : | 25.03.2020 06:41 |
| Attachments : |
ქ-ნ თამუნა, ასეთი მეილის გაგზავნას ვაპირებთ
კოლეგებო, მოგესალმებით,
ქ-ნ თამილა ბარკალაიასთან და მერი მაღლაფერიძესთან ერთად გავიარეთ დისტანციური სწავლების/მომსახურების საკითხები და შემდგომი ეტაპების დასაგეგმად გვესაჭიროება შემდეგი ინფორმაცია:
1. დღის ცენტრების/ადრეული განვითარების პროგრამის ფარგლებში გვესაჭიროება დისტანციურ სწავლებასთან/მომსახურებასთან დაკავშირებული კურიკულუმი, რომელიც ცხადია უფრო ოჯახების/მშობლების გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული, კურიკულუმი უნდა ითვალისწინებდეს ისეთი ტიპის სერვისს, რომლის მიღება შესაძლებელი იქნება როგორც ონლაინ, ისე ტელეფონის მეშვეობით და მოიცავდეს ისეთ საკითხებს, რისი გაკეთებაც/სწავლებაც დისტანციურად არის შესაძლებელი, მათ შორის ადრეულის ნაწილში ჯგუფურად და ინდივიდუალურად;
2. დღის ცენტრების/ადრეული განვითარების პროგრამის მიმწოდებლებისგან, ვისაც უკვე დაწყებული აქვს დისტანციური სწავლება გვესაჭიროება ინფორმაცია რომელ პლატფორმას იყენებენ ZOOM,TEAM და ა.შ.?
3. დღის ცენტრების/ადრეული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაგვჭირდება ინფორმაციის მიღება ბენეფიციარების/კანონიერი წარმომადგენლების ინტერნეტთან წვდომასთან დაკავშირებით და განათლების სამინისტროს მსგავსი კითხვარის შევსება, რომელიც დანართის სახით არის წარმოდგენილი
გთხოვთ, კვირის ბოლომდე წარმოადგინოთ ზემოაღნიშნული ინფორმაცია, რათა შევძლოთ თქვენთან კოორდინაციით შემდგომი ნაბიჯების გადადგმა.
#დარჩი სახლში
საუკეთესო სურვილებით,
Tatia Gvaramadze
Head of Social Protection Policy Division
Policy Department
144 Ak. Tsereteli ave., 0159
Tbilisi, Georgia
(Tel: (+995 32) 251 00 37 (0512)
Mob: (+995577)222805
E-mail: tgvaramadze@moh.gov.ge, tatiagvaramadze@gmail.com