| From : | President <president@certified-guides.ge> |
| To : | tbarkalaia@moh.gov.ge |
| Subject : | გიდების დახმარების საკითხი |
| Cc : | ASSOC INFO <info@certified-guides.ge> |
| Received On : | 04.05.2020 20:31 |
| Attachments : |
პატივცემულო ქალბატონო თამუნა,
ნება მიბოძეთ მოგესალმოთ ჩვენი ასოციაციის სახელით და გადმოგცეთ ჩვენი წევრების თხოვნა, დაგვეხმაროთ, გაგვარკვიოთ გიდებისათვის განსაზღვრული დახმარების მიღების წესებსა და შესაძლებლობებში.
ბოლო დროს კერძო პირებისა და რიგი ასოციაციების მიერ სახელმწიფო დახმარების მისაღებად გიდების სიების შედგენამ და მათი მონაცემების შეგროვებამ დაბნეულობა და არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ამ პროფესიის წარმომადგენლებში. ჩვენ კარგად გვესმის, რომ სამინისტრო ხელმძღვანელობს მთავრობის გადაწყვეტილებით და შესაბამისი ინსტრუქციით, რომელსაც დასაქმებულთა და თვითდასაქმებულთა კომპენსაციის წესი და პროცედურა უკვე განსაზღვრული აქვს. რადგან გიდი, როგორც ასეთი დოკუმენტებში მოხსენიებული არ არის, დახმარების მიღებას ისინი მხოლოდ უკვე განსაზღვრული წესით შეძლებენ. ჩვენ ასევე გვაინტერესებს ჩვენი ასოციაციის როლი, რითი შეიძლება დავუჭიროთ მხარი წევრებს, რომელთაც დაბალი ტურისტული სეზონის გამო იანვარი-მარტის პერიოდში შემოსავალი არ დაუფიქსირდათ.
გუშინ წერილობით მივმართეთ სამინისტროს, მინისტრისადმი წერილს თან ვურთავთ ამ გზავნილის დანართში. წერილში აღნიშნული კითხვების გარდა, გულითადი თხოვნა გვექნებოდა, გაგვეკეთებინა ვიდეო ჩართვა გიდებისა და ტურიზმში დასაქმებული პროფესიული ასოციაციებისთვის, რომელთაც ვირუსული პანდემიით გამოწვეული საგანგებო ვითარების გამო შემოსავლების გარეშე დარჩენა მოუწიათ.
პატივისცემით,
გიორგი დარციმელია
თავმჯდომარე
საქართველოს სერტიფცირებული გიდების ასოციაცია
მობ: +995 577 760 588
ტელ: +995 322 424 677
ელფ: president@certified-guides.ge