| From : | Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge> |
| Subject : | გერმანია |
| Cc : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Giorgi Bunturi <gbunturi@moh.gov.ge> |
| Received On : | 02.10.2019 08:53 |
| Attachments : |
თამუნა,
კოლეგებო, მოგესალმებით კიდევე ერთხელ!
როგორც თქვენთვის ცნობილია, გერმანულ მხარესთან მივაღწიეთ სეზონური დასაქმების შესახებ შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობას.
აღსანიშნავია, რომ მოაზრებულია ამ შეთანხმების ხელმოწერა ორი ქვეყნის დასაქმების სააგენტოების (ან შესაბამისი უწყების) მიერ. შეთანხმების დადება გამარტივებულ შიდა პროცედურებს ითვალისწინებს, ვინაიდან თავისი სტატუსით არ წარმოადგენს საერთაშორისო ხელშეკრულებას.
სანამ დავიწყებთ შესაბამის შიდა პროცედურებზე მუშაობას (მათ შორის, ქართულ ენაზე თარგმნას), გიგზავნით აღნიშნული შეთანხმების პროექტს, ამ ეტაპზე, ჩვენს მიერ (უწყების შიგნით) განსახილველად და გთხოვთ, თქვენს პოზიციასა და მოსაზრებებს, შესაძლო შენიშვნებისა და რეკომენდაციების ჩათვლით.
შემდგომ ეტაპზე, დოკუმენტს შენიშვნებისა და მოსაზრებებისთვის გავუზიარებთ შესაბამის უწყებებს.
საუკეთესო სურვილებით,
თეა ახვლედიანი