From : Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; goga.tabatadze@mfa.gov.ge; nkvitsiani@iom.int
Subject : გერმანიაში სამუშაო ვიზიტის მოსამზადებელი შეხვედრა
Received On : 11.11.2019 17:51
Attachments :

მოგესალმებით მეგობრებო კიდევ ერთხელ!

 

მოგმართავთ, ნიურნბერგში ჩვენი სამუშაო ვიზიტის მოსამზადებელი, დასკვნითი შეხვედრის გამართვის წინადადებით:

ვფიქრობ კარგი იქნება ყველას ერთად გაგიზიაროთ მოლაპარაკებების პოზიცია და კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ მისი საბოლოო შეჯერების მიზნით, თქვენს შესაძლო დამატებით მოსაზრებებზე დაყრდნობით; ამასთან, წარმოგიდგენთ ჩემს ხელთ არსებულ ინფორმაციას ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების და მათი წარმართვის სცენარის თაობაზე. აქვე დანართის სახით გიგზავნით შეთანხმების პროექტს იმ შეკითხვებით და კომენტარებით, რასაც წინასწარ ვუგზავნით გერმანულ მხარეს.

 

რაც შეეხება ლოჯისტიკას, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მივემგზავრებით კვირას გამთენიას, 17 ნოემბერს Turkish Airlines რეისით, ნიურნბერგში ჩავფრინდებით დილის 10:10 საათზე; უკან მოვფრინავთ 19 ნოემბერს საღამოს (ჩამოვალთ 20-ში გამთენიისას). გოგა, ნათია, ამ რეისების შესახებ ინფორმაცია მოწოდებული გაქვთ, რომ იგივე რეისები დაგეჯავშნათ და ერთად ვიმგზავროთ (იმედია თქვენც ასე დაგეგმეთJ). რაც შეეხება სასტუმროს, ველოდებით საელჩოს რეკომენდაციას, რომელიც ყველასთვის დაჯავშნის ოთახებს.

 

გთავაზობთ შეხვედრას ოთხშაბათს, 13 ნოემბერს, 11:00 საათზე, ჩვენთან ჯანდაცვის სამინისტროში.

გთხოვთ დამიდასტუროთ თუ მისაღებია თქვენთვის ეს დრო.

 

აბა დროებით, პატივისცემით და საუკეთესო სურვილებით,

თეა