| From : | Lela Akiashvili <lakiashvili@gov.ge> |
| To : | ntsatsiashvili@mia.gov.ge; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; edgebuadze@mes.gov.ge; Mzia Giorgobiani <m.giorgobiani@mrdi.gov.ge>; Giorgi Kakauridze <giorgi.kakauridze@mof.ge>; ხატია წილოსანი <Khatia.Tsilosani@mepa.gov.ge>; rbregadze@mod.gov.ge; tkitiashvili@mes.gov.ge; glordkipanidze@justice.gov.ge; tgabunia@moh.gov.ge; Ekaterine Mikabadze <emikabadze@moesd.gov.ge>; Lia Gigauri <l.gigauri@smr.gov.ge>; mmaghlapheridze@moh.gov.ge; Nmerebashvili@pog.gov.ge; Nmerebashvili@pog.gov.ge; gtodradze@geostat.ge; Kh.totladze@mfa.gov.ge; Sozar Subari <ssubari@geo.gov.ge>; Ekaterine Kardava <EKardava@csb.gov.ge> |
| Subject : | გენდერული თანასწორობის კომისიის სამუშაო შეხვედრები |
| Cc : | Ana Buchukuri <abuchukuri@gov.ge>; Guliko Matcharashvili <gmatcharashvili@gov.ge>; Giorgi Bedoidze <gbedoidze@geo.gov.ge>; Ketevan Tatuashvili <ktatuashvili@gov.ge> |
| Received On : | 07.05.2020 11:23 |
| Attachments : |
ძვირფასო კომისიის წევრებო,
იმედია თქვენსკენ ყველაფერი კარგად არის.
მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილებით ამ წლის დასაწყისში გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში ჩამოყალიბდა
ცხრა სამუშაო ჯგუფი. მიზანია, რომ ეს ყველა მიმართულება ნელ-ნელა ავამუშაოთ. შესაბამისად, მომდევნო კვირების განმავლობაში დავგეგმავთ სამუშაო შეხვედრებს ყველა მიმართულებით.
ამ ეტაპზე შეხვედრები ჩატარდება ონლაინ ფორმატში. მასზე თქვენთან ერთად მოწვეულ იქნებიან თქვენი უწყეებებიდან თქვენს მიერ განსაზღვრული პასუხისმგებელი პირებიც. შესაბამისად,
თუ თქვენი წარმომადგენელი ესწრება შეხვედრას, თქვენი მონაწილეობა სასურველია, თუმცა, არა სავალდებულო.
თქვენი დროის დაზოგვის მიზნით, მე რეგულარულ რეჟიმში მოკლედ მოგაწვდით ინფორმაციას მიმდინარე შეხვედრების და სამუშაო პროცესის შესახებ.
ორშაბათს, 11 მაისს იგეგმება პირველი, სექსუალური შევიწროების მექანიზმების შექმნის საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. შეხვედრას გავუძღვებით ქალბატონი ეკა
ქარდავა და მე. შეხვედრაზე მოვისმენთ იმ უწყებების გამოცდილება, რომლებმაც უკვე დაიწყეს მუშაობა ამ მიმართულებით (შსს, თავდაცვის სამინისტრო) და წარვადგენთ სამომავლო ხედვას. კერძოდ, კი ვფიქრობ, კარგი იქნება თუ (1) უწყებათაშორისი კომისია შეიმუშავებს საჯარო უწყებებში
სექსუალური შევიწროების მექანიზმის რამდენიმე შესაძლო მოდელს. შემდგომ, კი (2) უწყებები აარჩევენ მათთვის მისაღებ მოდელს და დაიწყებენ მის სტრუქტურულ დონეზე დამკვიდრებას სამინისტროებსა და სსიპ-ებში.
მოდელების შემუშავებას რამდენიმე თვე დასჭირდება. შესაბამისად, მოდელების შერჩევასა და მექანიზმების დამკვიდრებაზე სავარაუდოდ შემოდგომიდან დაივწყებთ მსჯელობას.
ამ ეტაპზე სულ ეს არის. რა თქმა უნდა, სიამოვნებით მივიღებთ და გავითვალისწინებთ თქვენს რჩევებს, იდეებს, შემოთავაზებებს და შენიშვნებს.
საუკეთესო სურვილებით,
|
ლელა აქიაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში M: 599914323 |
|