| From : | Davit Pheikrishvili <DPheikrishvili@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge> |
| Subject : | გასაგზავნი ანგარიში |
| Cc : | Mikheil Janiashvili <mic@moh.gov.ge> |
| Received On : | 27.02.2020 14:12 |
| Attachments : |
მოგესალმებით ქალბატონო თამარ,
ქვემოთ წარმოდგენილ რამოდენიმე საკითხთან დაკავშირებით გაწუხებთ, რაზეც გვინდოდა თქვენთან შეტანხმება
საკითხი 1
სახალხო დამცველის რეკომენდაციების ანგარიშთან დაკავშირებით მოიწერა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ქალბატონ სოფიო კილაძემ (იხ. წერილი მიმაგრებულ ფაილში "წერილი ანგარიშის შესახებ" ).
რეკომენდაციების შესაბამისად ანგარიში მოვამზადეთ (იხ. მიმაგრებულ ფაილში წარმოდგენილი "ანგარიში"), რაც ასევე წარმოდგენილია მიმაგრებული ფაილის სახით, ისევე როგორც გასაგზავნი წერილის ნიმუში (იხ. მიმაგრებული ფაილი "გასაგზავნი წერილი").
გაგზავნის ბოლო ვადაა ხვალინდელი დღე (წერილის მიხედვით 1 მარტი). თქვენი მითითების შესაბამისად, ავტვირთავთ და მივცემთ მსვლელობას ანგარიშის გაგზავნის მიზნით.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ასევე გვინდოდა თქვენთან დაგვეზუსტებინა, თქვენი ხელმოწერით გაიგზავნება პასუხი, თუ მინისტრის (რადგან ქალბატონი ეკატერინე არის მითითებული წერილის ადრესატად)?
აქვე გვინდა
გაცნობოთ, რომ მსგავსი ანგარიში (რეკომედაციებზე პასუხები) გავუგზავნეთ სახალხო დამცველს მიმდინარე წლის იანვრის თვეში ქალბატონი თამარ გაბუნიას
ხელმოწერით.
საკითხი 2
მოგახსენებთ, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებულ უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრაზე
მოხდა 2019 წლის ანგარიშის და შუალედური შეფასების წარდგენა, ასევე ახალი 2020 წლის სამოქმედო გეგმის შედგენის საკითხის განხილვა. სამოქმედო გეგმა გადავუგზავნე შესაბამისი პოლიტიკის სამმართველოებს და მათთან ოპერატიულ დონეზე გავლის შემდეგ მოგაწვდით საბოლოო ვერსიას
(ჩვენი უწყების აქტივობები მდგომარეობს ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში საინფორმაციო ღონისძიებების განხორციელებაში ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მიმართულებით).
2019 წლის შეფასების წარდგენისას ჩვენი უწყება გააკრიტიეს, რომ არ მივაწოდეთ ისეთი სტატისტიკური ინფორმაცია, სადაც წარმოდგენილი იქნებოდა მონაცემები
ეროვნული უმცირესობების მიერ ჩვენი უწყების სერვისებით სარგებლობის შესახებ (აღნიშნულზე ვუპასუხე, რომ ჩვენი უწყება არ აგროვებს ინფორმაციას ბენეფიციარების ეთნიკური კუთვნილების შესახებ და შესაბამისად, არ გაგვაჩნდა ეს მონაცემები). ასევე ითქვა, რომ მარნეულის რაიონში
საავადმყოფოებში ჯანდაცვის შესახებ მატ ენაზე დაბეჭდილი საინფორმაციო ბროშურები საკმარისი არ იყო (ვუთხარი, რომ მიმდინარე წელს იგეგმება აღნიშნული მიმართულებით აქტივობების განხორციელება). დევნილთა მიმართულებით ითქვა, რომ ივანე მაჩაბლის მუზეუმი გასარემონტებელია
და იქნებ სამინისტრომ დააფინანსოს (დავპირდი, რომ დევნილთა სააგენტოს ხელმძღვანელს გადავცემდი, თუმცა ვუთხარი, რომ აღნიშნული საკითხი კულტურის სამინისტროს და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის კომპეტენცია იყო. სააგენტოს მხრიდან მოხდება დონორთან შუამდგომლობა
ამ საკითხზე). მე-2 საკითხის შესახებ დოკუმენტაციას მოგაწვდით ცალკე მეილის სახით.
საკითხი 3
კიდევ ერთ საკითხზე მინდა გაცნობოთ, რაც ეხება დევნილთა სააგენტოს დირექტორის, ბატონ ბესარიონ სიმონიშვილის მოწერილ წერილს (რაც ასევე წარმოდგენილია მიმაგრებული ფაილის სახით, "წერილი დევნილთა სააგენტოდან") და სადაც ითხოვენ სტატისტიკას და საკონტაქტო პირის გამოყოფას.
სტატისტიკის მიწოდების საკითხი გავარკვიეთ, რაც შეეხება საკონტაქტო პირს, როგორც მითხრეს (რაც წერილში დაკონკრეტებული არ არის), სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოდან სურთ, რომ საკონტაქტო პირის მონაცემები მივაწოდოთ (დასაქმების პროგრამებზე აინტერესებთ
ინფორმაცია). თქვენი მითითების შესაბამისად, მოვამზადებ საპასუხო წერილს და მივუთითებ შესაბამის პირის საკონტაქტო ინფორმაციას სსიპ დასაქმების სერვისების სახელმწიფო სააგენტოდან ან საჭიროებისამებრ, ვეტყვი, რომ დევნილთა სააგენტოდან ახალი წერილი გამოგზავნონ, სადაც
დააკონკრეტებენ, რომ საკონტაქტო პირი დასაქმების სააგენტოდან სურთ.
ბოდიშით მოცულობით წერილს და თანდართულ მასალებს მეილზე რომ გიგზავნით. მზად ვარ თქვეთვის მისაღებ ნებისმიერ დროს ზეპირად მოგაწოდოთ ამ საკითხების შესახებ ინფორმაცია, ხოლო დოკუმენტაცია ამობეჭდილი სახით (თქვენმა თანაშემწემ, ქალბატონ ელზამ გვირჩია, რომ მოგვეწერა
მეილზე).
პატივისცემით,
დავით ფეიქრიშვილი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო
მისამართი: 0177, თბილისი, მ. თამარაშვილი ქ. N15ა
მობ.: +995 599 49 76 71