From : Nino Veltauri <nveltauri@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>
Subject : განცხადებების განხილვა
Cc : Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge>
Received On : 26.05.2020 18:28

მოგესალმებით ქალბატონო თამილა და ბატონო გიორგი,


განცხადებების განხილვის დღევანდელი შედეგები ასეთია:


დღეს სამუშაო ჯგუფმა ჯამში დაამუშავა 15,16 და 17 მაისს რეგისტრირებული 1930 განცხადება, საიდანაც 800 განცხადებას ჰქონდა ხარვეზი. ეს განცხადებები ძირითადად ატვირთულია 15 და 16 მაისს, როცა ჩენს სისტემას ჰქონდა პრობლემები. 

ამ 800 განაცხადს გამოვიტანთ კომისიაზე და კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია განმცხადებლებს მივცეთ დამატებითი დრო ატვირთული დოკუმენტების დასაკორექტირებლად და დაკორექტირების შემდეგ ისევ გამოვიტანთ განსახილველად მომდევნო კომისიაზე.


დანარჩენი 1130 განაცხადიდან, სამუშაო ჯგუფის წევრთა შეფასებით, 473 განცხადებას მიენიჭა სტატუსი "დადებითი", 346 - "უარყოფითი" და კომისიაზე ასევე სამსჯელოა დანარჩენი 304 განაცხადის სტატუსი.


ხვალ სამუშაო ჯგუფი გააგრძელებს მუშაობას და წინასწარი შეფასებით მოახერხებს დაახლოებით 2870 განაცხადის განხილვას. ამ განაცხადებში ნაწილი იქნება 17 მაისს დარეგისტრირებული და ნაწილი 18 მაისს.


თუ ჩვენ 28 მაისის კომისიაზე გავიტანთ 15, 16 და 17 მაისს რეგისტრირებულ განაცხადებს, რაოდენობრივად ეს იქნება 3624 განცხადება. (ჯგუფის 34 წევრს დასამუშავებლად ეძლევა 80 განაცხადი, ხოლო მე, ლიკა კლიმიაშვილი და თამარ რურუა დამატებით 150 განცხადებას განვიხილავთ).


შემდეგი კომისის თარიღად კი პირველ ივნისს შემოგთავაზებდით, სადაც შესაძლებელი იქნება 8160 განაცხადის გატანა (34 ჯგუფის წევრი, 80 განცხადება, 3 სამუშაო დღე-ხუთშაბათი, პარასკევი და შაბათი). ეს 8160 განცხადება იქნება 18 -19 მაისის სრულად და 20 მაისს დარეგისტრირებული განცხადებების ნახევარი.


დადგენილი ვადები რომ არ დაირღვეს, საჭიროა მესამე კომისია 3 ივნისს  ჩაინიშნოს ან საჭიროა გავზარდოთ სამუშაო ჯგუფის წევრთა რაოდენობა, რათა პირველ ივნისს უფრო მეტი განცხადება გავიდეს განსახილველად.


პატივისცემით


ნინო ველთაური