From : Ana Buchukuri <abuchukuri@gov.ge>
To : tbarkalaia@moh.gov.ge; Meri Maghlapheridze <mmaghlapheridze@moh.gov.ge>; edgebuadze@mes.gov.ge; geladzegeka@gmail.com; n.shatberashvili@mandaturi.gov.ge; ntsatsiashvili@mia.gov.ge; aivanishvili@justice.gov.ge; Lado Javakhishvili <ljavakhishvili@prevention.gov.ge>; nkikabidze@expertiza.gov.ge; v.lomidze67@gmail.com; jusenashvili@pog.gov.ge; Ia Chkheidze <ichkheidze@pog.gov.ge>; mgagievi@pog.gov.ge; bkvaratskhelia@stateinspector.ge; sbakhsoliani@stateinspector.ge; nmeladze@legalaid.ge; Ekaterine Skhiladze <eskhiladze@ombudsman.ge>; Maia Gedevanishvili <mgedevanishvili@ombudsman.ge>; Teona Kuchava <tkuchava@unicef.org>; Nona Tsikhelashvili <ntsikhelashvili@unicef.org>; Nana Chapidze <nanachapidze@outlook.com>; elene.martasvhili@yahoo.com; Ketevan Melikadze <kmelikadze@unicef.org>; khatiashvilig@mia.gov.ge; t.bibilashvili@mia.gov.ge; e.areshidze@yahoo.com; maisuradze.madona@yahoo.com; davitlevani@yahoo.com; ektavartkiladze@gmail.com; sbarbaqadze@moh.gov.ge; irobakidze@moh.gov.ge; tkepuladze@moh.gov.ge; l_saralidze@phf.org.ge
Subject : "ბარნაჰუსის" კონცეფციის პროექტი
Cc : Ketevan Tatuashvili <ktatuashvili@gov.ge>; Meriko Kajaia <merikokajaia@gmail.com>
Received On : 11.03.2020 09:18
Attachments :

მოგესალმებით,

 

პირველ რიგში, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს შეხვედრაში მონაწილეობისთვის.

 

დაპირებისამებრ, გიგზავნით „ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის კონცეფციის“ პროექტის დოკუმენტს. როგორც ითქვა, მიზანშეწონილია, დოკუმენტის შექმნის საწყის ეტაპზევე თითოეულმა რელევანტურმა უწყებამ თავად წარმოადგინოს საკუთარი ხედვა, თუ როგორ ფიქრობს უფლებამოსილების განხორციელებას ცენტრის ფარგლებში. უწყებების მიერ მოწოდებული ინფორმაციის/ხედვის შემდგომ სამუშაო ჯგუფს ექნება საშუალება გააგრძელოს დოკუმენტზე მუშაობა და შემდგომი მსჯელობა.

 

შესაბამისად, გთხოვთ, არაუგვიანეს 20 მარტისა, დანართში მითითებულმა უწყებებმა წარმოადგინოთ ინფორმაცია, თუ როგორ ხედავთ საკუთარი როლის/ფუნქციების შესრულებას ცენტრის ფარგლებში და კონკრეტულად რომელი უფლებამოსილებების.

 

რაც შეეხება სასამართლო ხელისუფლების როლს აღნიშნულ ცენტრში, მსჯელობის ამ ეტაპზე მიზანშეწონილია ვკონცენტრირდეთ მხოლოდ დანართში მითითებული უწყებების ფუნქციებზე (როგორც იცით, „ბარნაჰუსის“ სხვადასხვა მოდელი სასამართლოს ჩართულობას უშუალოდ ცენტრში არაერთგვაროვნად აწესრიგებს). მას შემდეგ რაც გარკვეული შეჯერებული კონცეფცია გვექნება, ამ მიმართულებითაც გავაგრძელებთ მუშაობას.

 

გარდა ამისა, დანართის სახით გიგზავნით 4 მარტის სხდომის ოქმს (რომელსაც ხელი მოეწერება 13 მარტს, შესაბამისად, შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, ხვალინდელი დღის ბოლომდე მოგვწეროთ).

 

ასევე, გიგზავნით ესტონელი ექსპერტების მიერ სხდომაზე და გასვლით სამუშაო შეხვედრაზე წარმოდგენილ პრეზენტაციებს.

 

საუკეთესო სურვილებით,

 

ანა ბუჩუკური

 

ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსის მ/შ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

 

მობ.: +995 577 177 070

ტელ.: (995 32) 299 09 00 (7070)