From : Guna Bibileishvili <gunabibi@gmail.com>
To : tbarkalaia@moh.gov.ge; Tatia Gvaramadze <tgvaramadze@moh.gov.ge>; mmaghlapheridze@moh.gov.ge
Subject : ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება - ( COVID19 - საგანგებო გეგმა)
Cc : Maia Bibileishvili <mabibi50@hotmail.com>; Giorgi <g.dzneladze59@gmail.com>
Received On : 20.03.2020 08:38

მოგესლამებით 

ორგანიზაცია,, ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" დადებითად აფასებს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რაც უკავშირდება  ამ რთულ დროს გლობალური საფრთხის შეჩერებას, რასაც დღეს კორონა ვირუსი წარმოადგენს. ჩვენი ორგანიზაცია ასრულებს რა ორგანიზაციის მისიას,  იცავს მისი სამიზნე ჯგუფის შშმ პირების ინტერესებს.  მზად ვართ გვერდით დავუდგეთ სახელმწიფოს, მთავრობას და შემოგთავაზოთ გეგმა, ოცწლიანი მუშაობის შედეგად დაგროვილი ექსპერტიზის გათვალისწინებით.   შეთავაზება მიზნად ისახავს ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის, შშმ პირებისთვის კეთილგანწყობილი გარემოს შექმნას. ჩვენს მიერ შეთავაზებული მოსაზრებები და გეგმა სრულ თავსებადობაშია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ გაიდლაინებთან. ეყრდნობა საერთაშორისო ვალდებულებებს ( გაეროს კონვენცია, 2030 მდგრადი განვითარების მიზნები),  ადგილობრივ და საერთაშორისო გამოცდილებას, ითვალისწინებს ბენეფიციარების საჭიროების კვლევის შედეგებს.  ტელეფონით გამოიკითხა 140 სოციალური სერვისის( დღის ცენტრი, ადრეული მომსახურება)  მიმღები ოჯახი . შედგენილი გვაქვს სპეციალური კითხვარი. 

გამოწვევები
 ადამიანები, მოქალაქეები მაღალ შეფასებას აძლევენ რომ მთავრობა ოპერატიულად პასუხობს საზოგადოების წინაშე მდგარ გამოწვევებს . ესენია : ჯანდაცვა, უსაფრთხოება, განათლება, პირველადი საჭიროების ჰიგიენური ნივთები/კვება. პირველივე დღეებიდან საბავშვო ბაღები, სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები სახელმწიფოს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა. რასაც ვერ ვიტყვით შშმ პირების შესახებ, განსაკუთრებით მათთზე, ვისაც მენტალური შეზღუდვები აქვთ მიგვაჩნია ყურადღების მიღმაა დარჩენილი.  
1) მომატებული სტრესის დონე 
 სახელმწიფო იძულებული გახდა სოციალური სერვისების განხორციელება მყისიერად შეეჩერებინა და ამ კატეგორიის ადამიანები ისევ  სოციალურ იზოლაციაში მოექცია. ბევრი არგუმენტი არ გვჭირდება იმის დასადასტურებლად რომ შშმ ბენეფიციარებში სტრესის დონე ამ რთულ პერიოდში კიდევ უფრო გაცილებით მაღალია.
2) არაინფორმირებულობა    
ყველა აქამდე ჩატარებული აკადემიური კვლევა ადასტურებს რომ ოჯახებში, სადაც შშმ პირია კიდევ უფრო მაღალია ნერვიული ფონი. ასეთ ოჯახებში  ხშირად მხოლოდ დედებს უწევთ შშმ შვილების გაზრდა. ამიტომაცაა, რომ მშობელის მხარდაჭერა სახელმწიფოს მიერ დღის ცენტრის პროგრამის სამიზნეა სხვა ვალდებულებებთან ერთად.  მშობლებიამ ეტაპზე დაბნეულები არიან. თავად ითხოვენ დახმარებას,ინსტრუქციების მიცემას, გვთხოვენ რჩევებს/რეკომენდაციებს, ემოციურ, მატერიალურ მხარადჭერას ამ რთულ პერიოდში 
3) მყიფე სოციალური მდგომარეობა 
 როგორც დღის ცენტრის პროგრამის ერთ-ერთი ინიციატორი და განმხორციელბელი 2005 წლიდან,  სიამაყით აღვნიშნავთ რომ კვლევები აჩვენებს დღის ცენტრის  მხარდაჭერის შედეგად დასაქმებული მშობლების წილის ზრდას. თუმცა გასათვალისწინებელია , რომ ძირითადად მშობელები დაბალკვალიფიცურ სამუშაოს ასრულებენ ან თვითდასაქმებულები არიან მცირე მეწარმეებად. დაახლოებით ოჯახების 45% საშუალოდ ისევ სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა. დღევანდელი მდგომარეობით მშობლების აბსოლუტური უმრავლესობა უმუშევრად დარჩა. ამდენად იკვეთბა პირველადი მოხმარების საგნებისა და საკვების საჭიროება. 
     
შეთავაზებული გეგმა 
  • საკვები პროდუქტებით და პირველადი ჰიგიენური პროდუქტებით უზრუნველყოფა  
დღის ცენტრის პროგრამა 
ოჯახების საჭიროების გათვალისწინებით და მერიის წარმატებული მაგალითის გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიგვაჩნია პროდუქტების დარიგების შეთავაზება, რაც ამ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია დახმარება იქნება. 
ადრეული განვითარების პროგრამა 
აქ ბავშვთა უმრავლესობა ჩართულია საბავშვი ბაღებში. თუმცა მცირე ნაწილი ვერ ერთვება სკოლამდელ დაწესებულებში. ბაღში ჩართული ბავშვების სიების შედარება ჯანდაცვას მარტივად შეუძლია სერვისში ჩართულ ბავშვების სიებთან.. რომ არავინ დაგვრჩეს უყურადღებოდ თითოეული ოჯახის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია პროდუქტებით. მნიშვნელოვანია მუნიციაპლიტეტებთან კოორდინაცია.
     
ბენეფიციარების აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს ინტერნეტთა ხელმისაწვდომობა. 
  •  სერვისის ონლაინ შთავაზება
ჩვენი შეთავაზებაა ამ ეტაპზე მოხდეს სოციალური პროგრამების ტრანსფორმირება ონლაინ.იმისათვის რომ არ დავტოვოთ ოჯახები პირისპირ თავიანთ პრობლემებთან, შვინარჩუნოთ ერთიანი სოციალური სივრცე, მაქსიმალურად ვუზრუნველვყოთ ბენეფიციარების უნარების განვითარება და ემოციური მდგრადობა.  

რადგან 3 მარტიდან პროგრამა შეჩერდა, ხოლო ქვეყნის მასშტაბით პრემიერის ბრძანებით მუშაობა გადავიდა ონლაინ ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში შევიმუშავეთ შიდა გეგმა, რომელიც გვინდა გაგიზიაროთ 
   დღის ცენტრის პროგრამა 
ონლაინ მუშაობა შეიძლება ოთხ მიმართულეად დაიგეგმოს ბენეფიციართან( ინდივიდუალური) , ჯგუფური აქტივობა, მშობლების  მხარდაჭერის პროგრამა, ინდივიდუალური კუნსულტაციები 
მნიშვნელოვანია, რომ დამტკიცებული, მოქმედი პროგრამული ჩანაწერი განმარტავს დღის ცენტრის ფარგლებში როგორც ჯგუფურ აქტივობების ვალდებულებას. მზად ვართ გადავიტანოთ აქტივობები ონლაინ. პედაგოგი იმუშავებს 5-6 ბენეფიციართან დაგეგმავს აქტივობებს , მშობლებთან ჩართულობით, მიაწვდის რესურსებს ონლაინ . შესაძლებელია ონლაინ პლატფორმის inclusion.ge გამოყენება, რაც განათლების სამინისტრომ შექმნა. იმ ბენეფიციარებს, ვისაც სჭირდებათ ინდივიდუალური მუშაობა გაუწევთ ინდ, მომსახურებას. მშობლები აქტიურად იქნებიან პროცესში ჩართულები. მათთვის ცალკე გვაქვს შემუშავებული ჯგუფური ტრეინინგის მასალები, ინდივიდუალური კონსულტაცია გულისხმობს კვირაში შეირჩეს ერთი დღე, როდესაც ორგანიზაციის ფსიქოლოგი უპასუხებს და დაეხმარება მშობლებს, შშმ პირებს იმ საკითხების მოგვარებაში რაც მათ გამოწვევად მიაჩიათ.
ასევე გვინდა ავღნიშნოთ რომ განათლების სამინისტროს დაქვემდებარებულ 200 სკოლაში, მძიმე შეზღუდვის მქონე ბავშვებთან ასევე დაიწყო ონლაინ სწავლება.. გთვაზობთ შევაჯეროთ გამოცდილებები და დავნერგოთ სისტემურად. შესაძლებელია მოვაწყოთ ონლაინ შეხვედრა აღნიშნული სკოლის და სამინისტროს წარმომადგენლებთან.
ჩვენის მხრივ , გამოვთქვამთ მზაობას შემუშავებული გეგმა წარმოგუდგინოთ პროგრამის სახით, გავწეროთ მოდულები და შვუთანხმოთ სამინიტროს ოფიციალურად საჭიროების შემთხვევაში. როგორც დღის ცენტრის ქსელის ერთ - ერთი ინიციატორები და დამფუძვნებლები მზად ვართ გავაცნოთ კოლეგებს ჩვენი შეთავაზება და გადავამზადოთ ისინი ონლაინ სამუშაოდ.

პატივისცემით

გუნა ბიბილეიშვილი
აღმასრულებელი დირექტორი

პ.ს. რადგან ონალინ სწავლებას ახალ გლობალურ ეპოქაში, მით უფრო ვითარების გათვალისწინებით ალტერნატივა არ აქვს, ჩვენი ორგანიზაცია, როგორც ,,კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრების" მმრათველი საბჭოს წევრი , სისიში რთავს ბატონ გია ძნელაძეს რომ მთავრობასთან კოორდინაციით ერთობლივად ვიზრუნოთ სერვისების ტრანსფორმაციისა და შშმ პირების უფლებების დასაცავად ნებისმიერ ვითარებაში.