From : Tamar Kurtanidze <tamar.kurtanidze@caritas.cz>
To : tbarkalaia@moh.gov.ge
Subject : ბავშვთა ხანგრძლივი მოვლის პროექტი
Received On : 29.10.2019 07:22
Attachments :

ქალბატონო თამარ,

მოგესალმებით. 
როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩვენი პროექტი "ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარება საქართველოში" მიმდინარე წლის ბოლოს სრულდება. პროექტის და ჯანდაცვის კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, წელს უნდა დამტკიცდეს ჩვენს მიერ შემუშავებული კონცეფციური დოკუმენტი და ტექნიკური რეგლამენტი. ჩვენი გუნდი მზად არის, კიდევ ერთხელ განვიხილოთ სამინისტროსთან ერთად აღნიშნული დოკუმენტები საბოლოო ვარიანტების მიღების მიზნით. 

ამასთან, ჩვენს დონორთან შეთანხმებით უნდა დაიგეგმოს ამ პროექტის 2020 წლის შუალედური საქმიანობები, სანამ ჟვანიას პედიატრიულ კლინიკაში მშენებლობა დასრულდება. პროექტის მრჩეველთა საბჭომ ა.წ. სექტემბერში დაიწყო ამ საკითხზე მუშაობა ნუცი ოდიშარიასთან ერთად, თუმცა განისაზღვრა მხოლოდ ზოგადი მიმართულებები და გვჭირდება დაზუსტება. 

გარდა ამისა, უნდა მოვამზადოთ ახალი საპროექტო განაცხადი ზრუნვის ალტერნატიულ სერვისებთან დაკავშირებით, რომლის მიზანია თემზე დაფუძნებული, შესაბამისი სოციალური სერვისების განვითარება  და როგორც ჩვენთვის ცნობილია, ინიცირებულია სამინისტროს და ატიპფონდის მიერ. 

(the main aim of which is to move disadvantaged people from long-term hospitals and social institutions into accessible but quality community care. Part of this process is working together to create a comprehensive social service through community housing, which is seen as the optimal approach to providing treatment and mental health care. Outputs:

1. Established standard of providing alternative social services

2. Strengthened capacities at all levels of care

3. Developed infrastructure of the social care system.)


გთხოვთ, მაცნობოთ რა ფორმით შეგვიძლია ამ საკითხებზე მუშაობის გაგრძელება. სასურველია, შევხვდეთ მიმდინარე კვირის განმავლობაში.

საუკეთესო სურვილებით, 

Tamar Kurtanidze, MPA/PP
****************************************
Projects Manager
Caritas Czech Republic in Georgia
Humanitarian Aid and Development Cooperation
8 Kartozia Str., (m2) Building IV, Entr I, Floor 9, Flat 24, Tbilisi, Georgia
Cell: +995 593 314504
International: +37 281 377 607
E-mails: tamar.kurtanidze@caritas.cz

www.caritasczech.org / www.svet.charita.cz
www.facebook.com/CCRGeorgia2015/