| From : | Coalition for Children and Youth <coalitionccy@gmail.com> |
| To : | tbarkalaia@moh.gov.ge |
| Subject : | ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა - 2019 წლის ანგარიში_კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის |
| Cc : | nana gochiashvili <nanagochiashvili@gmail.com>; salome ch <salome.chichinadze1@gmail.com> |
| Received On : | 19.06.2020 07:15 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
ქალბატონო თამარ,
,,კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“, რომელიც აერთიანებს ბავშვის უფლებებისა და კეთილდღეობის სფეროში მომუშავე 49 საზოგადოებრივ ორგანიზაციას, მოგმართავთ თხოვნით, გაეცნოთ ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ მომზადებულ 2019 წლის ანგარიშს. კოალიციამ, თავისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებების ეფექტურად შესრულების მიზნით, 2019 წლიდან დაიწყო ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშების (report card) მომზადება, რომლის მიზანია ქვეყანაში ბავშვის უფლებების დაცვისა და ბავშვზე ზრუნვის სისტემის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული საქმიანობების ანალიზი, არსებული სირთულეების იდენტიფიცირება, პროგრესის კვლევა და შერჩეულ თემებთან მიმართებით რეკომენდაციების მომზადება. 2019 წლის ანგარიშის პირველი ვერსია მომზადდა კოალიციის მიმდინარე პროექტის ,,Raise up Children’s Voice“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ბულგარეთის საელჩოს ფინანსური ხელშეწყობითა და ბულგარეთის ბავშვთა კოალიციის მხარდაჭერით.
გთხოვთ, გაეცნოთ ანგარიშის პირველად ვერსიას და 2020 წლის 29 ივნისამდე მოგვაწოდოთ თქვენი კომენტარები, რათა მაქსიმალურად იქნას დაზუსტებული ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაციები. გთხოვთ, კომენტარები მოგვაწოდოთ ორ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ:
1. ანგარიშის მომზადების პერიოდში, ხომ არ განხორციელებულა რაიმე არსებითი ცვლილება თქვენი უწყების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, რის გამოც დგება ანგარიშში მოცემული ინფორმაციის განახლების საჭიროება;
2. ანგარიშში მოყვანილ ინფორმაციებთან დაკავშირებით ხომ არ არის დაშვებული უზუსტობა.
ინფორმაციის დაზუსტებით მიზნით, თუ საჭიროდ ჩათვლით შეხვედრას, მზად ვართ თქვენთვის მისაღებ დროს შეგხვდეთ.
წინასწარ დიდ მადლობას მოგახსენებთ თანამშრომლობისთვის.