| From : | Lia Saralidze <l_saralidze@phf.org.ge> |
| To : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge> |
| Subject : | ბავშვზე ძალადობის დოკუმენტირების ფორმების და პროცედურის პილოტირება |
| Cc : | Meri Maghlapheridze <mmaghlapheridze@moh.gov.ge>; k_davitishvili@phf.org.ge |
| Received On : | 19.11.2019 09:14 |
ქალბატონო თამუნა,
მერიკო,
მოგესალმებით
გწერთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ბრძანებების (ბრძანება #01-63/ნ - ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ და ბრძანება N 108/ნ სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ), რომლებიც ეხება ბავშვის მიმართ ძალადობის/სექსუალური ძალადობის დოკუმენტირებას, პილოტირებასთან დაკავშირებით.
გაცნობებთ, რომ პილოტირებისთვის შეირჩა: აჭარაში სოფლის ექიმები, საოჯახო მედიცინის ცენტრი და რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან არსებული ამბულატორიული ცენტრი.
დახმარება გაგვიწია და საქმის კურსშია აჭარის ჯანდაცვის სამინიტრო.
ამ ეტაპზე მოლაპარაკებას ვაწარმოებთ იაშვილის კლინიკასთან თბილისში და შევარჩევთ რამდენიმე ამბულატორულ ცენტრს თბილისში.
ჩვენი ჩართულობა მოიცავს პროფესიონალთა ტრენინგს, დოკუმენტირების ფორმების ბეჭდვას და მიწოდებას, პილოტირების მონიტორინგს და შეფასებას. გარდა ამისა, ექიმებს/სამედიცინო დაწესებულებებს მივაწვდით კლინიკურ გაიდლაინს და სხვა შესაბამის საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალებს.
სურვილი გვაქვს რომ შეგხვდეთ და გაგიზიაროთ პილოტირებასთან დაკავშირებული საკითხები, მოვისმინოთ და გავიზიაროთ თქვენი აზრი.
მოხარული ვიქნებით, თუ გამონახავთ დროს ჩვენთან შესახვედრად, თქვენთვის სასურველ დროს. მე მხოლოდ ორი დღე - 25 და 26 ნოემბერს არ ვიქნები საქართველოში.
პატივისცემით და საუკეთესო სურვილებით,
ლია
ლია სარალიძე, აღმასრულებელი დირექტორი
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი
Lia Saralidze, Executive Director
The Public Health Foundation of Georgia
ტელ/Phone: (995 32) 2 421 422;
ტელ/ფაქსი-Phone/Fax: (995 32) 2421423
ბავშვთა დახმარების ხაზი/Child Helpline 116 111
მისამართი/address:
თბილისი 0186, ედიშერ მაღალაშვილის ქ. #4, ბინა 1
4 Edisher Magalashvili Str. Apt 1
Tbilisi 0186, Georgia