From : Nino Jinjolava <njinjolava@moh.gov.ge>
To : Ngiorgobiani@ssg.gov.ge
Subject : აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები.
Cc : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
Received On : 14.08.2019 12:40

მოგესალმებით,

 

ქალბატონ თამუნას დავალებით გიგზავნით ინფორმაციას აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის შესაბამისი მომსახურებების ხელმისაწვდომობის თაობაზე:

 

სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამისფარგლებში ხორციელდება  „ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“, რომლის ამოცანაა ადრეული ინტერვენციის მომსახურების მიწოდების გზით შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების დარღვევის ან ასეთი რისკის მქონე ბავშვების განვითარების სტიმულირება, სკოლამდელ ან ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ბავშვისა და ოჯახის გაძლიერება, შესაძლებლობის შეზღუდვისა და მიტოვების პრევენცია.  ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან დაბადებიდან  7 წლამდე ასაკის ბავშვები (7 წლის შესრულების თვის ჩათვლით), რომლებსაც აქვთ ბავშვთა პედიატრის/ოჯახის ექიმის, ნევროლოგის ან სხვა ექიმ-სპეციალისტის მიერ გამოვლენილი განვითარების ეტაპების დაყოვნება (მსხვილი და  ნატიფი მოტორიკის, კომუნიკაციისა და  მეტყველების, სოციალურ-ემოციური და კოგნიტური სფეროების განვითარების და ადაპტური ქცევის პრობლემა), შეზღუდული შესაძლებლობა ან ამ მხრივ რისკირაც  დადასტურებულია ამავე  პროგრამი დანართით განსაზღვრული  ICD-10-ის დიაგნოზებითმათ შორის  არის დიაგნოზიF84.0 ბავშვთა აუტიზმი.   დღეისათვის აღნიშნულ მომსახურებას ქვეყნის 13 მუნიციპალიტეტში ახორციელებს 30 ორგანიზაცია.

 6  წლისა და მეტი ასაკის იმ შშმ ბავშვების მომსახურება, რომელთაც აღენიშნებათ  აუტისტური სპექტრი (ამ დიაგნოზისაგან დამოუკიდებლად),   მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარებისა და სოციალური ინკლუზიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ხორციელდება ,,დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ფარგლებში.   ხოლო დიაგნოზის - განვითარების ეტაპების დაყოვნება (R62.0) - საფუძველზე შესაძლებელია ბავშვის ჩართვა ზემოაღნიშნული პროგრამის  ,,ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის“ მომსახურებაში. ქვეპროგრამის  ფარგლებში დღეის მონაცემებით, სულ მომსახურების მომწოდებლად ქვეყნის 9 მუნიციპალიტეტში დარეგისტრირებულია 22 სარეაბილიტაციო ცენტრი, რომლებიც მომსახურებას უწევენ წელიწადში 1500-მდე ბენეფიციარს. აღნიშნული ქვეპროგრამის მომსახურებით სარგებლობა არ არის შეზღუდული ტერიტორიული პრინციპით და ბენეფიციარი მომსახურების მომწოდებელს ირჩევს სურვილის შესაბამისად მისთვის ხელსაყრელი პირობებით.

ამასთან,  აუტისტური სპექტრის მქონე პირებისათვის  შესაბამისი სერვისების განხორციელების   მხრივ, განსაკუთრებით საყურადღებოა, მუნიციპალიტეტების როლისა და მათი ჩართულობის  გაზრდა  აუტისტური  სპექტრის მქონე  პირთა სერვისების განითარების პროცესებშიმით უფრო, რომ რიგ მუნიციპალიტეტში ამის კარგი გამოცდილება არსებობს (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ქობულეთი და  თელავი). მიუხედავად ამისა, ცხადია, რომ რეგიონებში სერვისის მომწოდებელთა რაოდენობა შეზღუდულია რიგი პრობლემების გამო:  კვალიფიციური სპეციალისტების არ არსებობა, შესაბამისი სერვისების ავტორიზაცია, მომსახურების თავისებურება, ინტერვენციის სპეციფიური სახეები და მხარდამჭერი მომსახურებების ჩამოყლიბება გარკვეულ სიძნელეებთან არის დაკავშირებული.

 

პატივისცემით,

ნინო ჯინჯოლავა