| From : | Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge> |
| Subject : | არასრუწლოვნები/კოდექსი |
| Received On : | 18.07.2019 07:59 |
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“ განსაზღვრავს სამუშაოზე მიღების მინიმალურ ასაკს და შრომითი ქმედუნარიანობის წარმოშობას (მუხლი 4).
კოდექსის შესაბამისად, შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა 16 წლიდან და აუცილებელია არასრულწოვანის კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობა. თუმცა, ასევე აუცილებელია რომ შრომითი ურთიერთობა არ ეწინააღმდეგებოდეს არასრულწლოვნის ინტერესებს, ზიანს არ აყენებდეს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდდეს მას სავალდებულო დაწყებითი და საბაზო განათლების მიღების უფლებასა და შესაძლებლობას.
კოდექსი ასევე განმარტავს, რომ 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ სპორტულ, ხელოვნებასთან დაკავშირებულ და კულტურის სფეროში საქმიანობაზე, ასევე სარეკლამო სამუშაოს შესასრულებლად.
კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, აკრძალულია არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების დადება სათამაშო ბიზნესთან, ღამის გასართობ დაწესებულებებთან, ეროტიკული და პორნოგრაფიული პროდუქციის, ფარმაცევტული და ტოქსიკური ნივთიერებების დამზადებასთან, გადაზიდვასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოების შესასრულებლად.
ისევე როგორც, აკრძალულია არასრულწლოვანთან, შრომითი ხელშეკრულების დადება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესასრულებლად.
კოდექსის გარდა მინიმალური ასაკისა განსაზღვრავს სამუშაო დროის ხანგრძლივობას (მუხლი 14, მუხლი 17), კერძოდ, 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს, ხოლო 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 24 საათს.
აკრძალულია არასრულწლოვნის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება მისი თანხმობის გარეშე.
ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება:
- 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 36 საათს
- 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 24 საათს.
შრომის კოდექსის თანახმად, აკრძალულია ღამის სამუშაოზე (22 საათიდან 6 საათამდე) არასრულწლოვნის დასაქმება – მისი თანხმობის გარეშე.