From : Lela Akiashvili <lakiashvili@gov.ge>
To : Lela Akiashvili <lakiashvili@gov.ge>
Subject : #5 შშმ თემის საჭიროებები და COVID19
Cc : Tamar Robakidze <trobakidze@gov.ge>
Received On : 04.05.2020 00:51
Attachments :

ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით,

 

გიზიარებთ ინფორმაციას მიმდინარე სიახლეების შესახებ:

 

  1. ვფიქრობ, ყველას უკვე გაქვთ წვდომა, თუმცა, მაინც კიდევ ერთხელ გიზიარებთ გაეროს განვითარების პროგრამის (ჩვენთან თანამშრომლობით) მიერ მომზადებულ ახალ საინფორმაციო ვიდეოს COVID19-თან დაკავშირებით. ვფიქრობ, ძალიან კარგი გამოვიდა და იმედია თქვენც მოგეწონებათ.
  1. მოგეხსენებათ, რომ განათლების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF)-ის თანამშრომლობით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაიწყო გადაცემა მშობლის საათი, რომელიც გადის ყოველ შაბათს და კვირას 13:00 სთ-ზე.
  1. გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობასთან (OHCHR) და განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, გვსურს შემოგთავაზოთ სიახლე -- პროფესიული და უცხო ენის პროგრამები შეზღუდული შესაძლებლობის თემისათვის. ვიცით, რომ თემის ნაწილი უკვე ჩართულია პროფესიული მომზადების კურსებში, ნაწილს კი უკვე გავლილი აქვს მსგავსი კურსი.

ამჯერად, გვურს შემოგთავაზოთ მაქსიმალურად პრაქტიკული და დასაქმებაზე ორიენტირებული პროფესიული მომზადების ან უცხო ენის პროგრამა. რა თქმა უნდა, არც ერთი იდეის განხორციელება არ გამოვა თქვენს გარეშე - შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც გვაინტერესებს, თქვენი მოსაზრება თუ რომელი პროგრამა, რა ხანგრძლივობით და რა ოდენობით იქნება თქვენთვის ყველაზე საინტერესო და სასარგებლო. შესაბამისად, გთხოვთ, შეავსოთ ეს ანონიმური კითხვარი - https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSco-_UYJmW4kD7tSVFha7rtxkjCvHFkyseenM_LI3aaF2kMCA/viewform , რომელიც დაგვეხმარება მაქსიმალურად პრატიკული და სასურველი პროგრამა შემოგთავაზოთ.

 

  1. თქვენს მიერ მოწოდებული შენიშვნები უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ოქმში აისახა. დოკუმენტი ატვირთულია ადამიანის უფლებათა საბჭოს სატიზე www.myrights.gov.ge . 
  1. უსინათლოთა კავშირის მიერ მოწოდებული სიის შესაბამისად, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან თანამშრომლობით, მყისიერად განახორციელა უსინათლო პირთა საჭიროებების იდენტიფიცირება სატელეფონო კონსულტაციების საშუალებით და  მიღებული მონაცემების  ანალიზის შემდგომ მათ მიეწოდათ სპეციალურად მათთვის შემუშავებული სასურსათო და ჰიგიენური ამანათები.
  1. და ბოლოს, მოგეხსენებათ, წინა კვირას პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ იქნა ანტი-კრიზისული პროგრამა, რომელიც მოიცავს გარკვეული სახის სოციალურ ბენეფიტებს სხვადასხვა ჯგუფისათვის. მათ შორის:
  • მათთვის, ვინც იყო ოფიციალურად დასაქმებული 2020 წლის პირველი სამი თვე და აპრილში დაკარგა სამსახური ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში - კომპენსაციის სახით ანაზღაურებული იქნება 200 ლარი ექვსი თვის განმავლობაში (სულ 1200 ლ).
  • თუ ადამიანი მუშაობდა, თუმცა, არა ოფიციალურად (ანუ არ იხდიდა გადასახადებს), მას შეუძლია წარადგინოს განაცხადი ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარების მისაღებად.
  • სოციალურ სისტემაში ჩართული ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65,000-დან 100,000-მდეა ყოველ ოჯახის წევრზე მიიღებენ თვიურად 35 ლარს.
  • სოციალურ სისტემაში ჩართლი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 100,000-მდეა და ყავთ სამი ან მეტი შვილი 16 წლამდე, დანამატის სახით მიიღებენ ყოველთვიურად 100 ლარს ექვსი თვის განმავლობაში.
  • მკვეთრად გამოხატული შშმ პირები და შშმ ბავშვები დამატებითი კომპენსაციის სახით მიიღებენ 100 ლარს ექვსი თვის განმავლობაში.

ვიცით, რომ სოციალურ კომპენსაციასთან დაკავშირებით არსებობს შეკითხვები. შესაბამისად, გვსურს შემოგთავაზოთ საინფორმაციო ონლაინ დისკუსია. თუ შეიძლება, რომ თქვენი შეკითხვები მიაწოდოთ თაკო რობაქიძეს trobakidze@gov.ge, რათა ჩვენ ჩავნიშნოთ ზარი, სადაც დეტალურად ვუპასუხებთ მათ.  

 

ამ ეტაპზე ჩვენი მხრიდან სულ ეს არის.

 

როგორც ყოველთვის, მადლობა თანამშრომლობისთვის!

 

 

photo GOV.GE

http://e.gov.ge/sig/images/f.png  http://e.gov.ge/sig/images/t.png  http://e.gov.ge/sig/images/y.png

ლელა აქიაშვილი

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში 

მთავრობის ადმინისტრაცია
ინგოროყვას . 7, თბილისი 0114

M: 599914323
T:  032990900

QR-Code Generator