From : Irine Javakhadze <I.Javakhadze@mof.ge>
To : Maia Gotiashvili <mgotiashvili@moh.gov.ge>
Subject : Fw: 30 15 ira jer shen kargad waikitxe
Cc : Darejan Iakobishvili <diakobishvili@moh.gov.ge>; Maia Zhordania <mzhordania@moh.gov.ge>; Juna Gersamia <jgersamia@moh.gov.ge>
Received On : 18.03.2020 14:10

მოგესალმებით გოგოებო, 


გიგზავნით 2019 წლის ანგარიშის 15-30% განმარტებებს რომელიც ავაწყვეთ  თქვენი მოწოდებული ინფორმაციის ასევე გეგმის ცვლილების ცნობები გამოვიყენე (მაგ. 270605 და 270606ზე 41 და 907).

 

ამასთან თუ არის შესაძლებელი დამატებითი კონკრეტიკა C ჰეპატიტის პროგრამასთან დაკავშირებით, ანუ მიმართვიანობა კი იყო დაბალი მაგრამ გეგმა რაც იყო ხომ იქნა ათვისებული? გეგმა იყო სხვაგან გადატანილი?რატომ??


თავდაცვის ძალებზე დადგენილების ნომერი, რომელი გადაწყვეტილების შესაბამისად იყო ნაკლები გაწვევები და ქრონიკულ მედიკამენტებზე რატომ არ განხორციელდა შესყიდვები, ვინც იყოს პასუხისმგებელი იმას რა მიზეზი აქვს რომ არ განახორციელა.



ხვალე დღის ბოლომდე რომ მოგვაწოდოთ ეს ინფორმაცია


საუკეთესო სურვილებით 

ირი





From: Inga Gurgenidze
Sent: Wednesday, March 18, 2020 5:50 PM
To: Irine Javakhadze
Subject: 30 15 ira jer shen kargad waikitxe
 

27 01 03 - დაავადებათა კონტროლისა და ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების პროგრამის მართვა - სხვაობა დაზუსტებულ ასიგნებებსა და საკასო ხარჯს შორის განპირობებულია საკასო ხარჯის ნაწილში წლის განმავლობაში მიღებული მიზნობრივი გრანტების ასახვით;

27 01 05 - სახელმწიფო ზრუნვის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მართვა - სხვაობა დაზუსტებულ ასიგნებებსა და საკასო ხარჯს შორის განპირობებულია საკასო ხარჯის ნაწილში წლის განმავლობაში მიღებული მიზნობრივი გრანტების ასახვით;

27 01 07 - საარსებო წყაროებით უზრუნველყოფა და 27 01 08 - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფა - დამტკიცებულ და დაზუსტებულ ასიგნებებს შორის სხვაობა გამოწვეულია იმ გარემოებებით, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის N487 დადგენილების საფუძველზე, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ეკომიგრანტებთან დაკავშირებული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ეფექტიანი მართვის მიზნით, შეიქმნა სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, რომელიც განისაზღვრა სსიპ - საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს უფლებამონაცვლედ და ასიგნებები მიმართულ იქნა ზემოაღნიშნული სსიპ-ის პროგრამულ კოდზე (27 01 08);

27 03 02 06 – ტუბერკულოზის მართვა - დაზუსტებულ ასიგნებებსა და გადახდილ თანხებს შორის სხვაობა ამოწვეულია საკასო ხარჯის ნაწილში წლის განმავლობაში მიღებული მიზნობრივი გრანტების ასახვით;

27 03 02 07 – აივ ინფექციის/შიდსის მართვა - დაზუსტებულ ასიგნებებსა და გადახდილ თანხებს შორის სხვაობა ამოწვეულია საკასო ხარჯის ნაწილში წლის განმავლობაში მიღებული მიზნობრივი გრანტების ასახვით;

27 03 02 11 - C ჰეპატიტის მართვა - დამტკიცებულ და დაზუსტებულ ასიგნებებს შორის სხვაობა გამოწვეულია  იმ გარემოებებით, რომ 2019 წლის 1 აგვისტომდე   პაციენტების დიაგნოსტიკის ფარგლებში ჩატარებული კვლევები ხორციელდებოდა თანაგადახდის პრინციპით, რამაც გავლენა იქონია მიმართვიანობაზე (2019 წლის 1 აგვისტოს შემდეგ - თანადაფინანსების გარეშე). ასევე, კანონმდებლობის შესაბამისად დაწესებულებებს  შესრულებული სამუშაოების წარმოდგენა შეუძლიათ სამი საანგარიშგებო თვის ვადაში. შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში წარმოქმნილი რესურსი მიიმართა სამინისტროს სხვა პრიორიტეტული მიმართულებების დასაფინანსებლად;

27 03 03 09 -  რეფერალური მომსახურება - დამტკიცებულ და დაზუსტებულ ასიგნებებს შორის სხვაობა გამოწვეულია იმ გარემოებებით, რომ პროგრამის ფარგლებში წინა წელს აღებული ვალდებულებების ნაწილი ანაზღაურდა 2019 წელს და საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად შექმნილი კომისიის მიერ მოხდა ინდივიდუალური საკითხების მზარდი მომართვიანობის განხილვა, რაც შესაბამისად, იწვევს ხარჯების ზრდას. აღნიშნული გავლენა იქონია პროგრამის ასიგნებების გაზრდაზე სხვა პროგრამული კოდების ასიგნებების შემცირების ხარჯზე;

27 03 03 10 - თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმება - დამტკიცებულ და დაზუსტებულ ასიგნებებს შორის სხვაობა გამოწვეულია საგაზაფხულო და საშემოდგომო გაწვევების დროს წვევამდელთა რაოდენობით (საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე). შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში წარმოქმნილი რესურსი მიიმართა სამინისტროს სხვა პრიორიტეტული მიმართულებების დასაფინანსებლად;

27 03 03 11 - ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა - დამტკიცებულ და დაზუსტებულ ასიგნებებს შორის სხვაობა გამოწვეულია             ;

27 04 - სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და აღჭურვა - დამტკიცებულ და დაზუსტებულ ასიგნებებს შორის სხვაობა გამოწვეულია  იმ გარემოებებით, რომ  შესყიდვების წინ ჩატარებული ბაზრის კვლევის მიხედვით განსაზღვრული სავარაუდო ღირებულება ხშირ შემთხვევაში ნაკლები იყო პროგრამით განსაზღვრულ ასიგნებებზე. ამასთან არ შედგა ზოგიერთი კომპონენტის ფარგლებში გამოცხადებული ტენდერი. გარდა აღნიშნულისა, პროგრამით გათვალისწინებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის შევსება/განახლება განხორციელდა ნაწილობრივ (12 ერთეული სპეციალიზებული მაღალი გამავლობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანა), ხოლო 15 ერთეული მაღალი გამავლობის რეანიმობილის, 4 ერთეული საშუალო გამავლობის რეანიმობილის და 45 ერთეული სპეციალიზირებული მაღალი გამავლობის (მინივენის ტიპი) სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვა განხორციელდა კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში. კონსოლიდერებული ტენდერის ფარგლებში გამარჯვებულ მიმწოდებლებთან ანგარიშწორება მოხდა 2020 წელს. შესაბამისად, პროგრამის გეგმა დაზუსტდა და  საქართველოს მთავრობის დადგენილებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად რესურსი მიიმართა „მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის“ პროგრამაში;

27 06 05 - საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობა - დამტკიცებულ და დაზუსტებულ ასიგნებებს შორის სხვაობა გამოწვეულია   იმ გარემოებებით, რომ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქარველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით გადაეცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.      

27 06 06 - ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის (KfW) --დამტკიცებულ და დაზუსტებულ ასიგნებებს შორის სხვაობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს შორის გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულების ,,ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის" ფარგლებში განხორციელებული ნებისმიერი სერვისის, პროდუქტის ან/ და სამუშაოს დამატებული ღირებულების გადასახადი და სხვა სახელმწიფო გადასახდელები სრულად  უნდა დაიფაროს სამინისტროს მიერ. ხოლო დაზუსტებულ ასიგნებებსა და საკასო ხარჯს შორის  - დონორის მიერ პირდაპირ გაწეული ხარჯების პროექტის ანგარიშგებაში ასახვით;