| From : | |
| To : | Tamar Shalamberidze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=f2ee70f3429c402ba52216a6fd435a1d-Tamar S> |
| Subject : | biozek |
| Received On : | 23.04.2020 09:56 |
მიმდინარე წლის 15 აპრილს „თიბისი“ ბანკის მიერ სამინისტროს უსასყიდლოდ გადმოეცა ჰოლანდიური კომპანია BIOZEK-ის მიერ წარმოებული ანტისხეულების განმსაზღვრელი 5000 ტესტი. აღნიშნული ტესტის ხარისხი დადებითან შეფასდა სსიპ. ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრმთელობის ეროვნული ცენტრის მიერ. აღნიშნული ტესტების გამოყენება წარმატებით მიმდონარეობს „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს“ მედპერსონალის ტესტირებისთვის, ცხელებისა და ახალი კორონავირუსის ინფექციის სამართავად მობილიზებულ კლინიკების მიერ.
2020 წლის 22 აპრილს გამართულ „ახალი კორონავირუსის შესაძლო შემოტანისა და გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 24 იანვრის N01-18/ო ბრძანების თანახმად შექმნილი კომისიის სხდომის ფარგლებში მიღებულ იქნა გადაწყეტილება ჰოლანდიური კომპანია BIOZEK-ის მიერ წარმოებული ტესტების დიდი რაოდენობით შესყიდვაზე.