From :
To : Tamar.Gvenetadze@bmi.gv.at
Subject : RE: კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებული ზომები
Received On : 13.03.2020 07:59
Attachments :

თამარ მოგესალმებით,

 

თქვენი მოთხოვნის თანახმად გაცნობებთ, რომ რისკ ქვეყნებიდან (ირანი, იტალია, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი და ავსტრია) ან აღნიშნული ქვეყნების გავლით ჩამოსულ მგზავრებს ეხებათ სავალდებულო 14 დღიანი იზოლაცია;

 

იზოლაციის/კარანტინის გავლა ხდება სასტუმროსა და სამედიცინო ტიპის დაწესებულებებში, რომლებიც გათვლილია სხვადასხვა რაოდენობის ადამიანებზე.

 

ამ ეტაპზე ავსტრიიდან ჩამოსულ მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ თვითიზოლაციის რეჟიმით, თვითიზოლაციისთვის საჭირო პირობების არსებობის შემთხვევაში. საზღვარზე შემოსვლილას მგზავრები გადიან კონტროლს/სკრინინგს, რა დროსაც ივსება შესაბამისი ფორმა, სადაც ხდება თვითიზოლაციის მისამართისა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითება.  აღნიშნული ინფორმაცია შემდგომ ეგზავნება დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ეპიდემიოლოგიური სამსახურის მხრიდან შემდგომი შემოწმების მიზნით.

 

პატივისცემით,

 

მაია

 

 

მაია ნიკოლეიშვილი

 

ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის სამმართველოს უფროსის მ.შ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

მის: წერეთლის გამზ. 144 თბილისი 0159 საქართველო

ტელ.: +995 32 2510034 (0802)

მობ.: +995 577 272713

ელ. ფოსტა: mnikoleishvili@moh.gov.ge

 

 

From: Tamar.Gvenetadze@bmi.gv.at
Sent: Thursday, March 12, 2020 2:03 PM
To: Maia Nikoleishvili
Subject:
კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებული ზომები

 

კიდევ ერთხელ მოგესალმებით მაია,

 

დღევანდელ ჩვენს სატელეფონო საუბარზე დაყრდნობით (ავსტრიასთან, ესპანეთთან, საფრანგეთთან, გერმანიიასთან დაკავშირებით), რაც შეეხებოდა დასახელებული ქვეყნებიდან შემოსული მოქალაქეების (სტატუსის მიუხედავად) 14 დღიან კარანტინში გადაყვანას ან კორონავირუსთან დაკავშირებული ცნობის წარმოდგენას, გიგზავნით რამოდენიმე შეკითხვას ბატონი ატაშეს თხოვნით:

 

-         სად/რა სახის დაწესებულებებში ხდება დასახელებული პირების გადაყვანა კარანტინში?

-         რა რაოდენობის მოქალაქეებზე არის გათვლილი აღნიშნული ზომები?

-         შესაძლებელია თუ არა, რომ ქვეყანაში შემოსულმა პირმა საკარანტინე პერიოდი გაატაროს თვითიზოლაციაში, დადებითი პასუხის შემთხვევაში რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს თვითიზოლაცია?

 

დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის!

 

საუკეთესო სურვილებით,

თამარი

 

Federal Ministry of the Interior

Austrian Embassy Tbilisi

 

Tamar GVENETADZE MMA.

Assistant to the Austrian Liaison Officer

 

Gerald HÖRMANN

Liaison Officer

 

Gia Chanturia 5 / 5 / 20

Tiflis 0108 Georgien

tamar.gvenetadze@bmi.gv.at

tiflis@bmi.gv.at

www.bmi.gv.at

 

Personenbezogene Daten dürfen nur zu dem Zweck verwendet werden, zu dem sie übermittelt wurden. Unrichtige, rechtswidrig ermittelte oder nicht mehr zur Aufgabenerfüllung benötigte Daten sind zu löschen. Wir behalten uns vor, um Auskunft über die Verwendung übermittelter Daten zu ersuchen. Nach nationalem Recht sind Strafregisterdaten je nach Schwere der Straftat nach 3, 5, 10 oder 15 Jahren, nicht jedoch solche über lebenslange Freiheitsstrafen, zu löschen.

 

პირადი მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ იმ მიზნით, რა მიზნითაც მოხდა მათი გადაცემა. უნდა წაიშალოს არასწორი, უკანონოდ მიღებული მონაცემები ან მონაცემები, რომლებიც აღარ არის საჭირო დავალებების შესასრულებლად. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, მოვითხოვოთ ინფორმაცია გადაცემული მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებით. ეროვნული სამართლის თანახმად ნასამართლეობის რეესტრის მონაცემები დანაშაულის სიმძიმის მიხედვით უნდა წაიშალოს 3, 5, 10 ან 15 წლის შემდეგ, აღნიშნული არ ვრცელდება უვადო თავისუფლების აღკვეთის სასჯელის შესახებ მონაცემებზე.

 

WARNUNG - Diese Mitteilung kann vertrauliche und gesetzlich geschützte Informationen enthalten und ist zum ausschliesslichen Gebrauch durch den Empfänger bestimmt. Jegliche Verbreitung, Kopie oder anderweitige Benützung davon (teilweise oder gesamthaft) ist verboten. Sollten Sie nicht der Empfänger dieser Mitteilung sein, sind Sie gebeten, diese sogleich zu löschen und den Absender über den irrtümlichen Versand und das Löschen des Mails zu informieren.

 

 

cid:image001.jpg@01D51C53.6B691610

Die Entsendung des Verbindungsbeamten wird durch den Fonds für die Innere Sicherheit kofinanziert.