From :
To : David Gzirishvili (CGC) <D.Gzirishvili@curatioconsulting.com>
Subject : RE: გასვლითი სამუშაო შეხვედრა ჯანდაცვის რეფორმის საკითხებზე_28-29 თებერვალი_ბორჯომი
Received On : 27.02.2020 12:11

ბატონო დავით, მოგესალმებით,

 

გაცნობებთ, რომ  28-29 თებერვალს დაგეგმილი გასვლითი შეხვედრა გაუქმდა.

 

მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის.

 

პატივისცემით,

 

მაია

 

From: David Gzirishvili (CGC)
Sent: Monday, February 24, 2020 9:12 PM
To: Maia Nikoleishvili
Subject: RE: გასვლითი სამუშაო შეხვედრა ჯანდაცვის რეფორმის საკითხებზე_28-29 თებერვალი_ბორჯომი

 

მაია, საღამო მშვიდობისა!

 

გავარკვიე, რომ შემიძლია შემოგიერთდეთ, ამიტომაც სიამოვნებით გიდასტურებთ მონაწილებას.

 

საჭესთან ჯდომა მეზარება, არ დაგიმავალთ, და, თუ ეს რაიმეს არ ართულებს თქვენთვის,  იქნებ დამაკვალიანოთ, როგორ მოვიქცე.

 

პატივისცემით,

 

 

David Gzirishvili

Managing Partner

Consulting Group Curatio Sarl

Geneva, Switzerland

 

From: Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
Sent: Monday, February 24, 2020 16:56
To: David Gzirishvili (CGC) <D.Gzirishvili@curatioconsulting.com>
Subject: გასვლითი სამუშაო შეხვედრა ჯანდაცვის რეფორმის საკითხებზე_28-29 თებერვალი_ბორჯომი

 

 

ბატონო დავით, მოგესალმებით,

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელით, მაქვს პატივი, მოგიწვიოთ 2020 წლის 28-29 თებერვალს ბორჯომში, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ დაგეგმილ გასვლით შეხვედრაზე, რომელიც ეძღვნება ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას.

 

ღონისძიების ფარგლებში დისკუსია გაიმართება სამი ძირითადი მიმართლებით:

I სესია: დაფინანსების პოლიტიკა ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით

II სესია: სამედიცინო მომსახურების მოდელი: სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და სისტემის ეფექტურობის გაუმჯობესების მექანიზმები

III სესია: დონორული დაფინანსებიდან სახელმწიფო დაფინანსებაზე გადასვლის პროცესის გამოწვევები და მათზე რეაგირების მექანიზმები

 

შეხვედრაში მონაწილეობის მიზნით მოწვეულები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის, ფინანსთა სამინისტროს მაღალი დონის წარმომადგენლები,  სახალხო დამცველის აპარატის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები, ჯანდაცვის ექსპერტები და სხვ.

 

გთხოვთ, ხვალ 25 თებერვლისთვის დაგვიდასტუროთ გასვლით შეხვედრაში თქვენი მონაწილეობა.

 

ტრანსპორტირების საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, გვაცნობოთ.

 

დანართის სახით წარმოგიდგენთ ღონისძიების წინასწარ დღის წესრიგს.

 

პატივისცემით,

 

 

 

მაია ნიკოლეიშვილი

 

ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის სამმართველოს უფროსის მ.შ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

მის: წერეთლის გამზ. 144 თბილისი 0159 საქართველო

ტელ.: +995 32 2510034 (0802)

მობ.: +995 577 272713

ელ. ფოსტა: mnikoleishvili@moh.gov.ge