From : /O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=2D9C4ECC95234453AD52CCFEAEE8A8EE-MAIA NI
To : Davit Kaikatsishvili </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=f0efe6f2a05744b6b9dcc296a31917da-Davit K>
Subject : Fwd: upr/idps
Cc : Mikheil Kekenadze <mkekenadze@mfa.gov.ge>
Received On : 18.02.2020 16:57

დათო სალამი, 
გთხოვ, ხვალ გდახედეთ UPR-დან ამონარიდს. მადლობა.
სს,
მაია

Sent from my iPhone

Begin forwarded message:

From: Mikheil Kekenadze
Date: February 18, 2020 at 20:06:10 GMT+4
To: Maia Nikoleishvili
Subject: upr/idps



გამარჯობა მაია,

ეს არის ამონარიდი UPR-იდან, რომელიც შეეხება იძულებით გადაადგილებულ პირებს. ჩემი თხოვნაა, რომ უბრალოდ გადახედოთ რამე უზუსტობა ხომ არაა ციფრებში, მონაცემებში და წლებში. წლების მხრივ განსაკუთრებით გვაინტერესებს 2015 წლიდან პერიოდი. სადაც შეიძლება, რომ მონაცემები მიეთითოს 2015 წლიდან იყოს 2015 დან.   

სს,

მიშა

 

იძულებით გადაადგილებული პირები

მთავრობა მოწოდებულია უზრუნველყოს დევნილის უფლებების დაცვა დევნილობის მთელ პერიოდში, ხელი შეუწყოს დევნილთა ინტეგრაციას და მათი საჭიროებების/პრობლემების გრძელვადიან გადაჭრას.

2014 წლიდან რამდენჯერმე განახლდა იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია და მისი  განხორციელების  სამოქმედო გეგმა, რაც ითვალისწინებდა დევნილთა გრძელვადიანი განსახლებით უზრუნველყოფის ახალ პროგრამებს. პროგრამების ფარგლებში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფილ იქნა 9 973 დევნილი ოჯახი. მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართები საკუთრებაში გადეცა 15 608 დევნილ ოჯახს. დევნილი ოჯახების განსახლება განხორციელდა მათი არჩევანის საფუძველზე იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, რომლებშიც ისინი უკვე ცხოვრობდნენ და იყვნენ ადგილობრივ გარემოსთან ადაპტირებულნი.

2015 წლიდან სახელმწიფომ დაიწყო დევნილი ოჯახების დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს საცხოვრებლის დაქირავების მიზნით ფულადი დახმარების გაცემას. ამ პროგრამით ისარგებლა 4500-მდე დევნილმა ოჯახმა. სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 600-ზე მეტ დევნილთა განსახლების ობიექტს.

2015 წლიდან გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება  იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი, რომელიც არის მათი ერთადერთი საკუთრება. 2019 წელიდან ამოქმედდა ორი ახალი პროგრამა: დევნილი ომის ვეტერანი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების გადაცემა და თბილისში რეგისტრირებული დევნილი ოჯახებისათვის უძრავი ქონების შესყიდვა თანადაფინანსების პრინციპის საფუძველზე.

ამ ეტაპზე დევნილი მოსახლეობის 45% სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილია საცხოვრებლებით.

დევნილთა ქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით აღიწერა 70 000-მდე უძრავი ქონება ოკუპირებულ ტერიტორიებზე,  რათა დევნილებს გააჩნდეთ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

სსიპ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ (ყოფილი დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო) 2016 წლიდან დღემდე დააფინანსა 2000-მდე დევნილი ოჯახი.

დევნილთა საჭიროებაზე მორგებული საგრანტო/სუბსიდირების პროგრამების ფარგლებში 2015-2019 წლებში ბენეფიციარებზე დაიხარჯა 2 300 000 ლარზე მეტი.

დევნილის სტატუსის მიღება არის ნებაყოფლობითი, არ ფიქსირდება დევნილთა დისკრიმინაცია დევნილობის ნიშნით და ისინი ჩვეულებრივ სარგებლობენ საქართველოს მოქალაქის ყველა უფლებით.