| From : | |
| To : | Elene Chichua <elenechichuaa@gmail.com> |
| Subject : | FW: პასუხი სომხეთის საინფორმაციო სააგენტოს |
| Received On : | 20.06.2020 17:20 |
From: Tatia Tsereteli
Sent: 20 June, 2020 21:16
To: Maia Nikoleishvili
Subject: Re: პასუხი სომხეთის საინფორმაციო სააგენტოს
11-12 ში იყო ინლაინ კონფერენციები და მინისტრების ზარს რაც შეეხება ეგ ზუსტად არ ვიცი მგონი 10 ივნისს შედგა. მე მერე ჩავწერე ჩვენი მინისტრი და მომიყვა რა ისაუბრეს ამიტომ ეგ თარიღი არ დააკონკრეტო. მგონი 10 ში იყო საღამოს მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვი.
Get Outlook for iOS
From: Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
Sent: Saturday, June 20, 2020 9:07 PM
To: Tatia Tsereteli
Subject: პასუხი სომხეთის საინფორმაციო სააგენტოს
ელენე, როგორ ხარ? ორშაბათისთვის ეს ტექსტი რომ მითარგმნო თუ არ შეწუხდები. მადლობა.
მიმდინარე წლის 11 ივნისს სატელეფონო საუბარი შედგა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძესა და სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს ბატონ არსენ ტოროსიანს შორის, რომლის ფარგლებში მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია ქვეყნებში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ.
სატელეფონო საუბრისას სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა გამოთქვა ქართველ და სომეხ კლინიცისტებს შორის ორმხრივი შეხვედრის ორგანიზების სურვილი, კორონავირუსით გამოწვეული დაავადებების მკურნალობის მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მიზნით, ასევე, დაინტერესდა როგორ იკვლევენ ქართული ეპიდემიოლოგები ინფექციის გავრცელების ჯაჭვს, როგორი კლინიკური მიდგომებია ქვეყანაში და რა სტრატეგიული გეგმა აქვს ქართულ მხარეს კორონავირუსის შემდგომი მართვის კუთხით..
სატელეფონო საუბრისას, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან შეთავაზებული იყო სასუნთქი აპარატებით დახმარება, ასევე, არასაკმარისი ლაბორატორიული სიმძლავრეების შემთხვევაში, დიაგნოსტირებაში დახმარება.
აღნიშნული სატელეფონო კომუნიკაციის შედეგად, 12-13 ივნისს საქართველოსა და სომხეთის ჯანდაცვის სპეციალისტებს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა ორივე ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა და სფეროს სპეციალისტებმა მიიღეს. ონლაინ შეხვედრისას მხარეებმა ერთმანეთს კლინიკური საკითხების შესახებ გამოცდილება გაუზიარეს. საუბარი შეეხო კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის მეთოდებსა და გაიდლაინებს. ისაუბრეს ტესტირების ალგორითმზე და იმ პრეპარატებზე, რომლებსაც მკურნალობისას გამოიყენებენ.
დამატებით წარმოგიდგენთ საქართველოს მთავრობის მიერ კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშს http://gov.ge/index.php?lang_id=ENG&sec_id=41&info_id=76497&fbclid=IwAR1Bz2hlR6VOaagaTbLs5hA9c57Fz-oAKt6xccN_cB-FKJvxXiqgmJsQpvw
პატივისცემით,