| From : | |
| To : | Marika Ghadua </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=1249b253213849dea9c52d4135ee2088-Marika>; Tea Kankia </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=81a1df0532df4cdaa328f2d6503b68e9-Tea Kan> |
| Subject : | FW: თბილისში ახალი სამხედრო ჰოსპიტალის შესახებ |
| Received On : | 05.06.2020 14:28 |
თამარ,
დიდი მადლობა. წარმოგიდგენთ ინფორმაციას ქალბატონ ელჩთან მოთხოვნილი შეხვედრის სასაუბრო თემასთან დაკავშირებით:
მოგეხსენებათ, კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში გორის სამხედრო ჰოსპიტალი აქტიურადაა ჩართული, რომელმაც გამოავლინა მაღალი მობილიზაცია პანდემიასთან ბრძოლაში და უზრუნველყო მოსახლეობისთვის კვალიფიციური და მაღალი დონის სამედიცინო მომსახურების მიწოდება. ეს შედეგი მნიშვნელოვანწილად ეფუძნება ამერიკული მხარის მხარდაჭერას, მათ შორის, სამედიცინო პერსონალის/მენეჯმენტის პროფესიული გადამზადების მიმართულებით, რაც ჩვენი მხრიდან უაღრესად დასაფასებელია.
აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მიმდინარეობს მუშობა ა(ა)იპ ,,საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ განვითარების მიმართულებით. ჰოლდინგი ამ ეტაპზე აერთიანებს 5 სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კლინიკას: თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი (ონკოლოგიური), ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო, რუხის ჰოსპიტალი, ბათუმის ინფექციური საავადმყოფო.
ნატოს სამშვიდობო მისიებში საქართველოს აქტიური მონაწილეობისა და ჯანდაცვის სფეროში აშშ-სა და საქართველოს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გათვალისწინებით, ქალბატონი ეკატერინე ტიკარაძის თხოვნაა, ამერიკული მხარის დაინტერესების შემთხვევაში მოხდეს მხარეთა შორის თანამშრომლობის ინიცირება სამედიცინო ჰოლდინგის ბაზაზე არსებული სამედიცინო დაწესებულების მენეჯმენტისა და სამედიცინო პერსონალის გადამზადების მიმართულებით.
ჰოლდინგის ბაზაზე არსებული სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაცია/აღჭურვა განხორციელდება მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი სესხის ფარგლებში, სამედიცინო სფეროში არსებული თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად.
ამ ინიციატივის განხორციელება როგორც ჯანდაცვის, ისე თავდაცვის სამინისტროსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველოს მოსახლეობას, მათ შორის სამხედრო პირებს ექნებათ მაღალკვალიფიციურ სამედიცინო სერვისებზე უკეთესი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და ქვეყანა შეძლებს პანდემიურ სიტუაციებზე უფრო ეფექტურ რეაგირებას.
From: Rurua, Tamar LN (GEO) <tamar.rurua2.ln@mail.mil>
Sent: Tuesday, June 2, 2020 7:48 PM
To: Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
Subject: თბილისში ახალი სამხედრო ჰოსპიტალის შესახებ
მაიკო, როგორც სატელეფონო საუბრისას გითხარით, სამხედრო ჰოსპიტალთან დაკავშირებით გვაინტერესებს შემდეგი ინფორმაცია:
1. რა საჭიროება და მოთხოვნა არსებობს თბილისში სამხედრო ჰოსპიტალის გახსნასთან დაკავშირებით იმის გათვალისწინებით, რომ გორში უკვე არის მსგავსი ჰოსპიტალი?
2. რა პროფილის იქნება ჰოსპიტალი და ვის მოემსახურება? იქნება თუ არა რაიმე ფორმით განსხვავებული გორის ჰოსპიტალისგან?
3. ექნება თუ არა ახალ ჰოსპიტალს გორის ჰოსპიტალის მსგავსი იურიდიული სტატუსი - იქნება თუ არა ის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ?
4. თუ ეს ასეა, არის თუ არა თავდაცვის სამინისტრო საქმის კურსში ამ ინიციატივის თაობაზე?
5. სასურველია თუ ასევე გვეცოდინება არსებობს თუ არა უკვე ჰოსპიტალისთვის შენობა, თუ საჭიროა ახალი შენობის აშენება? რა მასშტაბებზეა საუბარი? და აშშ-ს საელჩოსგან რა მიმართულებით დგას მხარდაჭერის საჭიროება?
გვესმის, რომ ეს ინიციატივა ამ ეტაპზე შესაძლოა მხოლოდ იდეის დონეზე იყოს, მაგრამ ელჩთან ამ საკითხის განსახილველად შეხვედრის დაგეგმვამდე მეტი ინფორმაცია დაგვჭირდება.
მადლობა თანამშრომლობისთვის და დაველოდებით თქვენგან პასუხს.
საუკეთესო სურვილებით,
თამარი
Tamar Rurua
Humanitarian Assistance Program Manager
Office of Defense Cooperation, Bilateral Affairs Office
US Embassy Tbilisi, Georgia
Office: +995 322 91 14 73 (ext. 100)
Cell: +995 595 42 61 63; +995 557 26 75 05