| From : | |
| To : | Marika Ghadua </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=1249b253213849dea9c52d4135ee2088-Marika> |
| Subject : | FW: თბილისში ახალი სამხედრო ჰოსპიტალის შესახებ |
| Received On : | 03.06.2020 15:09 |
თამარ,
დიდი მადლობა. წარმოგიდგენთ ინფორმაციას ქალბატონ ელჩთან მოთხოვნილი შეხვედრის სასაუბრო თემასთან დაკავშირებით:
მოგეხსენებათ, კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში გორის სამხედრო ჰოსპიტალი აქტიურადაა ჩართული და მაღალ, კვალიფიციურ და ამერიკული სტანდარტების შესაბამის სერვისს სთავაზობს მოსახლეობას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, მოსახლეობის, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეების სამედიცინო სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და თბილისში გორის ჰოსპიტლის მსგავსი სტანდარტების სამედიცინო დაწესებულების ფორმირება (აღჭურვილობას სამინისტრო უზრუნველყოფს). ქალბატონი მინისტრის თხოვნაა, ამერიკული მხარის დახმარებით/ინტელექტუალური რესურსის გამოყენებით მოხდეს სამედიცინო პერსონალის გადამზადება და ამერიკული სტანდარტების დანერგვაში მხარდაჭერა. ამ ინიციატივის თაობაზე ინფორმირებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
From: Rurua, Tamar LN (GEO) <tamar.rurua2.ln@mail.mil>
Sent: Tuesday, June 2, 2020 7:48 PM
To: Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
Subject: თბილისში ახალი სამხედრო ჰოსპიტალის შესახებ
მაიკო, როგორც სატელეფონო საუბრისას გითხარით, სამხედრო ჰოსპიტალთან დაკავშირებით გვაინტერესებს შემდეგი ინფორმაცია:
1. რა საჭიროება და მოთხოვნა არსებობს თბილისში სამხედრო ჰოსპიტალის გახსნასთან დაკავშირებით იმის გათვალისწინებით, რომ გორში უკვე არის მსგავსი ჰოსპიტალი?
2. რა პროფილის იქნება ჰოსპიტალი და ვის მოემსახურება? იქნება თუ არა რაიმე ფორმით განსხვავებული გორის ჰოსპიტალისგან?
3. ექნება თუ არა ახალ ჰოსპიტალს გორის ჰოსპიტალის მსგავსი იურიდიული სტატუსი - იქნება თუ არა ის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ?
4. თუ ეს ასეა, არის თუ არა თავდაცვის სამინისტრო საქმის კურსში ამ ინიციატივის თაობაზე?
5. სასურველია თუ ასევე გვეცოდინება არსებობს თუ არა უკვე ჰოსპიტალისთვის შენობა, თუ საჭიროა ახალი შენობის აშენება? რა მასშტაბებზეა საუბარი? და აშშ-ს საელჩოსგან რა მიმართულებით დგას მხარდაჭერის საჭიროება?
გვესმის, რომ ეს ინიციატივა ამ ეტაპზე შესაძლოა მხოლოდ იდეის დონეზე იყოს, მაგრამ ელჩთან ამ საკითხის განსახილველად შეხვედრის დაგეგმვამდე მეტი ინფორმაცია დაგვჭირდება.
მადლობა თანამშრომლობისთვის და დაველოდებით თქვენგან პასუხს.
საუკეთესო სურვილებით,
თამარი
Tamar Rurua
Humanitarian Assistance Program Manager
Office of Defense Cooperation, Bilateral Affairs Office
US Embassy Tbilisi, Georgia
Office: +995 322 91 14 73 (ext. 100)
Cell: +995 595 42 61 63; +995 557 26 75 05