From :
To : akalandia@mfa.gov.ge
Subject : პირბადის შეკვეთის თაობაზე
Received On : 24.03.2020 16:23

აჩიკო საღამო მშვიდობისა,

 

არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, მაქსიმალურად დიდი რაოდენობის პირბადის მობილიზება გვიწევს.

 

შესაბამისად, გთხოვთ, ხვალ დილასვე შეუკვეთოთ 1 მლნ პირბადე თქვენს მიერ შემოთავაზებულ მწარმოებელს, რომლის საცალო ღირებულება შეადგენს 0.28 ცენტრს.

 

ასევე, დაგვიზუსტეთ ექსპორტთან დაკავშირებით ხომ ყველა საბუთი წესრიგში აქვს, მოწოდების დრო რომ არ გახანგრძლივდეს..

 

გიორგისგან მივიღეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ როდესაც დიდი შეკვეთა ხდება, მომწოდებელი შიდა ტრანსპორტირებას თვითონ უზრუნველყოფს.  ესეც რომ გაგვირკვიოთ. სხვა შემთხვევაში, გიორგის კომპანია უზრუნველყოფს როგროც შიდა ტრანსპორტირებას, ისე დანიშნულების ადგილზე საქონლის ჩამოტანას.

 

რაც შეეხება ანაზღაურებას, სასურველია, ანგარიშსწორება მოხდეს მოწოდებული საქონლის მიღების შემდეგ. თუ კატეგორიულად წინააღმდეგები იქნებიან, მაშინ, საქონლის საერთო ღირებულების 25%-ით ან მაქსიმუმ 50%-ით წინსწრებით გადახდას დაგვთანხმდნენ?

 

ასევე, გთხოთ, მოგვაწოდოთ იმ პირის საკონტაქტო, ვისაც დავუკავშირდებით და ხელშეკრულების ტექსტს შევუთანხმებთ.

 

გთხოვთ, დაგვეხმაროთ, მაქსიმალურად სწრაფად რომ მოგვარდეს ეს საკითხი.

 

მადლობა თანამშრომლობისა და დახმარებისთვის.

 

პატივისცემით,

 

მაიკო