| From : | |
| To : | Nino Kobaidze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=bf4b24edb3d6462e844c96b0b7711b6b-Nino Ko> |
| Subject : | ნინა, ვერ გსვამ ვიზაში. ეს ნახე ფლიზ |
| Received On : | 05.05.2020 07:03 |
გაცნობებთ, რომ ახალი კორონავირუსით (COVID 19) შექმნილი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, არაკომერციული მიზნით გამოსაყენებლად, გადმოეცა კორეული კომპანიის „SD Biosensor. Inc.” მიერ წარმოებული კორონავირუსის სადიაგნოსტიკო არარეგისტრირებული 50 000 ცალი (2000 შეკვრა, თითოეულში 25 ტესტი) ანტიგენის განმსაზღვრელი სწრაფი ტესტი (STANDARD™ Q COVID-19 Ag Test).
ტესტების ღირებულების ნაწილი (360 000 აშშ დოლარი) ანაზღაურდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, ხოლო დარჩენილი ღირებულების (240 000 აშშ დოლარი) ტესტები გადმოგვეცა უსასყიდლოდ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული გარემოება.
პატივისცემით,