| From : | |
| To : | Archil Kalandia <akalandia@mfa.gov.ge> |
| Subject : | თვითიზოლაციის თაობაზე |
| Received On : | 06.07.2020 12:56 |
| Attachments : |
აჩიკო,
გიგზავნი თვითიზოლაციის ფორმას და ლინკს, სადაც მითითებულია თვითიზოლაცის წესები.
შევსებული ფორმა უნდა გაიგზავნოს აღნიშნულ მისამართზე covisolation@moh.gov.ge
სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით არ განიხილება იზოლაციის მოხსნის/შემსუბუქების გეგმა. შესაბამისად, წამოსვლამდე მინიმუმ სამი დღის ადრე უნდა შეავსო ეს ფორმა, რის შემდეგაც ჩვენი სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წარმომადგენლები დაუკავშირდებიან ფორმაში მითითებულ საკონტაქტო პირს და გადაამოწმებენ საცხოვრებელ პირობებს. ასევე, საგარეოს უნდა შეატყობინო ჩამოსვლის თარიღი/დრო (როგორც მითხრეს საკონსულო დეპარტამენტია ამ საკითხებში ჩართული და მათი სიტყვიერი თანხმობა მაინც საჭირო იქნება).
ფორმას რომ გააგზავნი მეც გამაგებინე და ჩვენებთან გადავამოწმებ, არ გამორჩეთ J.
შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით თუ რამე შეიცვალა, გაგაგებინებ.
საუკეთესო სურვილებით,
მაიკო