From :
To : Tatia Tsereteli </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=b3052c6f299942d4b1cb42b3bbc5d5de-Tatia T>
Subject : ბავშვთა საოჯახო ტიპის სახლის გახსნა
Received On : 23.06.2020 12:17

ეკა, სალამი,

გაცნობებთ, რომ 25 ივნისს 13:30 საათზე დაგეგმილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სპეციალიზირებული მცირე საოჯახო ტიპის სახლის გახსნა (მის: ქ. თბილისი, ქერჩის ქუჩა #4).

საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვების ოჯახთან მიახლოებულ გარემოში აღზრდასა და მათზე ზრუნვის ხარისხის გაუმჯობესებას.

დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ფარგლებში, აღნიშნულ სახლში გადავლენ „თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში“ მყოფი ბენეფიციარები, არაუმეტეს 10  ბავშვისა.

გვაქვს პატივი, აღნიშნულ ღონისძიებაზე მოვიწვიოთ ბატონი კახა კალაძე. ცერემონიალს დაესწრება ჯანდაცვის მინისტრი ქ-ნ ეკატერინე ტიკარაძე და ამერიკის ელჩი ქ-ნ კელი დეგნანი.  

ოფიციალურ მოწვევის წერილს დღის ბოლომდე მოგაწვდით.

პატივისცემით,