From : Meri Jangavadze <mjangavadze@mfa.gov.ge>
To : mnikoleishvili@moh.gov.ge
Subject : upr-information
Received On : 10.04.2020 06:24

მოგესალმებით ქალბატონო მაია, 

თქვენი დახმარება გვჭირდება upr-ის ცხრილში არსებულ კიდევ ერთ რეკომენდაციასთან მიმართებით  რეკომენდაციის ტექსტის რელევანტურობის დასადგენად. კერძოდ ცხრილში ასახულიაა შუალედურ ანგარიშის ინფორმაცია, მოწოდებული იყო ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოვილთა სამინისტროდან, ინფორმაციაში საუბარი იყო კონკრეტულ ღონისძიებებზე, რომელსაც იმ პერიოდში ახორციელებდა კუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოვილთა სამინისტრო.  ჯანდაცვის სამინისტროს ამ რეკომენდაციის ტექსთან დაკავშირებით ინფორმაცია 2020 წელს არ შეუცვლლია.  შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ თქვენც დაგვიდასტურებთ ვივარაუდებთ რომ რეკომენდაციის ტექსტში მოწოდებული ინფორმაცია კვლავაც რელევანტურია და მასში მოცემული ღონისძიებები ამამად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ხორციელდება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ეს ასე არაა, გთხოვთ, იქნებ შეცვალოთ რეკომენდაციის ტექსტში მოცემული ინფორმაცია. გიგზავნით რეკომენდაციის და მოწოდებული ინფორმაციის ტექსტს.


რეკომენდაცია N118.53


უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა უფრო მეტი ჩართულობა იმ პროექტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომლებიც გავლენას ახდენს მათზე, განსაკუთრებით კი სათანადო საცხოვრისის ხელმისაწვდომობაზე   (Ensure greater participation of internally displaced persons in decision-making related to projects affecting them, particularly those concerning access to adequate housing)


"იძულებით გადაადგილებულ პირებს და ეკომიგრანტებს აქვთ საშუალება თვითონ აირჩიონ კონკრეტული საცხოვრებელი ან რეგიონი, სადაც სურთ განსახლება. დევნილები და ეკომიგრანტები სამინისტროსგან მიღებულ საცხოვრებლებს კერძო საკუთრებაში იღებენ.

სამინისტროში არსებობს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც მონიტორინგს უწევს დევნილთა სამოქმედო გეგმის განხორციელებას. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან დევნილთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენელები.

 

დევნილთა მინისტრი, მინისტრის მოადგილეები და შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომლები მუდმივად მართავენ შეხვედრებს ბენეფიციარებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან როგორც თბილისში, ისე რეგიონებში არსებულ ჩასახლებებში. გარდა ამისა, ადგილზე მუშაობენ და მათ შეკითხვებს ყოველდღიურ რეჟიმში პასუხობენ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლები.

 

სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც დევნილთა მიმართულებით მუშაობენ. სამინისტროში ყველა მნიშნველოვან გადაწყვეტილების მიღებასა თუ პროექტის დაწყებას წინ უძღვის კონსულტაციები საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვადასხვა რეგიონში არსებულ დევნილთა საინიციატივო ჯგუფებთან. ასევე, რეგულარულად ტარდება დევნილთა გამოკითხვები და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხდება დევნილთა ინტერესების გათვალისწინება.

 

დაცულია დევნილების მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების უფლება გრძელვადიანი განსახლების პროცესში და დევნილებისთვის პროგრამების შემუშავების დროს აქცენტი კეთდება ისეთ პროგრამებზე, რომლებიც ითვალისწინებს დევნილების ჩართულობას. მაგალითად, საცხოვრებლების შესყიდვის პროექტის ფარგლებში დევნილები თავად არჩევენ სახლს და სამინისტრო ეხმარება დევნილებს შერჩეული სახლების შესყიდვაში.

ეკომიგრანტების შემთხვევაში, სამინისტროში მოქმედ „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის“ მუშაობაში მონაწილეობას იღებენ ყველა ის ძირითადი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ეკომიგრანტთა უფლებების დაცვის საკითხებზე, გარდა ამისა ამავე კომისიის მუშაობაში ჩართულია სახალხო დამცველის აპარატი, რომელიც ასავე აქტიურად მუშაობს ეკომიგრანტთა საკითხებზე.

 

ეკომიგრანტებისთვის შეიქმნა ელექტრონული ბაზა, რაც ინტეგრირდა და უკვე დანერგილია იუსტიციის სამინისტროში. ბაზების ინტეგრირების მიზანია, რომ ეკო-მიგრანტებისთვის, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში მაცხოვრებელ ეკო-მიგრანტებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა არსებულ სერვისებზე. შედეგად, ეკო-მიგრანტებს იუსტიციის სახლებში და საზოგადოებრივ ცენტრებში შეუძლიათ სამინისტროს სერვისების მიღება.

 

2018 წელს ანალოგიური სერვისის შეთავაზება იგეგმება დევნილებისთვისაც. რეგიონში მცხოვრებ დევნილებს საშუალება აქვთ გარდა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა, იუსტიციის სახლებში ჩააბარონ მათთვის სასურველი განცხადება და მიიღონ ინფორმაცია მათი სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობის შესახებ. გარდა ამისა, შეიქმნა განსახლების პროგრამების მიხედვით დევნილი ოჯახების მიერ შევსებული განაცხადების ერთიანი ელექტრონული ბაზა, რაც აღნიშნული პროგრამების მართვის ხარისხს გააუმჯობესებს; დევნილებს საშუალება ექნებათ სამინისტროს საიტზე პირადი ნომრის მითითების შემდეგ შეამოწმონ და ინფორმაცია მიიღონ საკუთარი განაცხადების განხილვის ყველა ეტაპის შესახებ და განაცხადის  შეფასების შესახებ. აღნიშნული გაზრდის დევნილთა ინფორმირებულობის ხარისხს და სამინისტროს სერვისები ბევრად უფრო ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს რეგიონებში. "


სს,

მერი