From : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
Subject : World Bank Project Preparation
Cc : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; etikaradze@yahoo.de; Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
Received On : 20.04.2020 15:25
Attachments :

ქალბატონ თამილა ბარკალაიას

 

ძვირფასო თამუნა

 

როგორც ვისაუბრეთ გთხოვ მსოფლიო ბანკის პროექტის მომზადების ზოგად კოორდინაციას. შესასრულებელია შემდეგი ამოცანები:

1.       23 აპრილს ორივე ენაზე მზად უნდა იყოს Stakeholder engagement plan და ENVIRONMENTAL and SOCIAL COMMITMENT PLAN -ბანკი ამზადებს თარგმანს, გამოაგზავნიან თავად. მე გადავხედე დოკუმენტებს მისაღებია ჩემი მხრიდან. პროცედურა უნდა დავაზუსტოთ დოკუმენტების გამოქვეყნების და საკონსუკლტაციო პროცესის წარმოების აუცილებლობის- დოკუმენტირება დასჭირდება ყველაფერს.

2.       პროექტის განმახორციელებელი ერთეულის ადგილის განსაზღვრა სამინისტროს სტრუქტურაში და მის დასაკომპლექტებლად პერსონალის რეკრუტირება თანდართული სამუშაოს აღწერილობების შესაბამისად. აქ გასავლელი იქნება დეტალები, რა მექანიზმით მოხდება ამ რესურსის მობილიზება, დაფინანსების წყარო, სახელფასო ბადე და ა.შ. გავიაროთ კონსულტაცია ნინო მოროშკინასთან. PIUში მინდა დავამატოთ ჯანდაცვის სპეციალისტიც. ანუ იქნება: 1. კოორდინატორი 2. შესყიდვების სპეციალისტი 3. სოციალური სფეროს ექსპერტი 4. გარემოს და სოციალური დაცვის სპეციალისტი 4. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი

3.       პროექტის ოპერაციული სახელმძღვანელო- დავაზუსტოთ რა დრო გვექნება სახელმძღვანელოს დასასრულებლად.

ჯანდაცვის ნაწილში ტექნიკური დეტალების დასაზუსტებლად მე დავრჩები ჩართული. ასევე მოვამზადებ და გავაგზავნი რისი ყიდვაც დაგვჭირდება იმ ნუსხას. ქეთი გოგინაშვილი დაგეხმარება ბანკის აქაურ ოფისთან კომუნიკაციაში, ჯანდაცვის ნაწილის დაზუსტებებში და შეხვედრების ფასილიტაცია/დოკუმენტირებაში. ქეთი ჩართავს ჩვენ JUNIOR ებს როგორც დასჭირდება.

 

დიდი მადლობა!

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის პირველი მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

First Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0