From : Meri Jangavadze <mjangavadze@mfa.gov.ge>
To : mnikoleishvili@moh.gov.ge
Subject : UPR-info
Cc : Irine Bartaia <ibartaia@mfa.gov.ge>; Mikheil Kekenadze <mkekenadze@mfa.gov.ge>
Received On : 06.04.2020 14:35


ქალბატონო მაია სატელეფონო საუბარში შეთანხმებისდა შესაბამისად გიგზავნით ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა საჭიროებდეს გადამოწმებას და საჭიროებისამებრ განვრცობას, კერძოდ 118.39 რეკომენდაციის ეს ნაწილი

"საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის  N682 დადგენილება შრომის პირობების ინსპექტირების 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ შესაბამისად  150 ინსპექტირება 150 ობიექტზე, მათ შორის 23 კომპანიის 107 ობიექტი შემოწმდა შრომითი უფლებების მიმართულებით.
თითოეულ შემოწმებულ კომპანიაზე გაიცა შესაბამისი სარეკომენდაციო ხასიათის მითითება. მათგან ერთმა დამსაქმებელმა, გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე გასცა სახელფასო დავალიანება.
 
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით  სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ შესაბამისად  127 ინსპექტირება -127 ობიექტზე;
საწარმოო უბედური შემთხვევის მოკვლევისთვის - 35 ინსპექტირება."

პირველ აბზაცთან დაკავშირებით, 150 შემთხვევიდან მხოლოდ ერთმა დამსაქმებელმა გასცა სახელფასო დავალიანება და დანარჩენი 149 დამსაქმებელი არ დაემორჩილა? ძალიან ცუდი სტატისტიკაა. იქნებ კიდევ გადავხედოთ და საბოლოო სახით ჩამოვაყალიბოთ, რომ ჩანდეს დანარჩენებთან მომართებით რა მოხდა. თუ შესაძლებელი იქნება, იქნებ 2დღის ვადაში მოგვაწოდოთ ეს ინფორმაცია?

სს,
მერი