მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ ქ. ნიუ-იორკში, მ. წ. 14 აპრილს გაიმართა ბრიფინგი COVID-19-ის პანდემიაზე UNICEF-ის რეაგირების თაობაზე.
ბრიფინგზე UNICEF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰენრიეტა ფორმა ისაუბრა კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირემის ფარგლებში, UNICEF-ის პრიორიტეტებზე.
მისი თქმით:
- UNICEF-ის პირველი სტრატეგიული პრიორიტეტია მსოფლიო ჯანდაცვაზე რეაგირების ხელშეწყობა, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხელმძღვანელობს. აღნიშნულის ფარგლებში UNICEF მუშაობს ბავშვების, ოჯახების და აღმზრდელების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ხელის
დაბანასა და სოციალურ დისტანცირებასთან დაკავშირებით და აფართოებს წვდომას სათანადო სარეცხ საშუალებებზე, ჰიგიენის და სამედიცინო კომპლექტებზე სკოლებში, კლინიკებში, თავშესაფრებსა და ბანაკებში. უკვე შეიძინეს 131 მილიონი აშშ დოლარზე მეტი ღირებულების პირადი დამცავი
მოწყობილობები, რომლებსაც მიაწვდიან 51 ქვეყანას.
- მეორე სტრატეგიული პრიორიტეტია სასიცოცხლო სამედიცინო, საგანმანათლებლო და სოციალური სერვისების მიწოდება და განმტკიცება, განსაკუთრებით ყველაზე მოწყვლადი ადამიანებისთვის. ამასთან, ჰენრიეტა ფორმა ისაუბრა ამ პრიორიტეტის ფარგლებში მიმდინარე და დაგემილ ღონისძიებებზე.
აღმასრულებელმა დირექტორმა, ასევე ყურადღება გაამხავილა Humanitarian Action for Children Appeal: Novel Coronavirus (COVID-19) Global Response-ზე და მოუწოდა წევრ-სახელმწიფოებსა და პარტიორებს განახორციელონ ნებაყოფლობითი კონტრუბუციები (We call on our Member State
partners to urgently match its ambition with more flexible funding that we can apply to this rapidly evolving crisis and build stronger systems for the future).
გიგზავნით აღნიშნულ დოკუმენტს და ჰენრიეტა ფორეს გამოსვლის ტექსტს.
საუკეთესო სურვილებით,
თამუნა
Tamar Grigolaia
II Secretary
Department of International Organizations
Ministry of Foreign Affairs of Georgia
Office: (+995 32) 294 50 00 ext. 18-24
0118, Tbilisi, Georgia
4, Shio Chitadze Street