From : Shorena Okropiridze <sokropiridze@moh.gov.ge>
To : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
Subject : Re: moxsenebito
Received On : 09.04.2020 11:49

kaia maiko


Sincerely,

Shorena Okropiridze

Ministry of IDPs from the Occupied Territories, Labour,

Health and Social Affairs of Georgia

Head of the Legal Drafting Division
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119

Tel: +995 577 282881

Mail:
sokropiridze@moh.gov.ge

From: Maia Nikoleishvili
Sent: Thursday, April 9, 2020 2:35 PM
To: Shorena Okropiridze
Subject: moxsenebito
 

შორე, ნახე და დამირეკე ფლზ

 

ქალბატონო ეკატერინე,

 

მოგახსენებთ, რომ ახალი კორონა ვირუსით (COVID-19) შექმნილი საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (იდს) შესყიდვის საჭიროების გათვალისწინებით, თქვენი სიტყვიერი დავალების თანახმად, კომუნიკაცია შედგა ჩინეთის მხარესთან, კერძოდ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის ბატონი არჩილ კალანდიას რეკომენაციით დავუკავშირდით ჩინეთში საქართველოს სათვისტომოს ხელმძღვანელს ლევან თავაძეს, რომელიც ამავდროულად ჩინური ლოგისტიკურ კომპანიის L&J IMPEX (HK) LIMITED გაყიდვების დეპარტამენტის გენერალური მენეჯერია. ლევან თავაძემ მოიძა ჩინური სახელმწიფო კორპორაცია ANHUI LIGHT INDUSTRIES INTERNATIONAL CO., LTD, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა, უზრუნველყოს ჩინეთის მთავრობის მიერ ავტორიზებული ქარხნებიდან ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სამინისტროსთვის მოწოდება.  

 

ჩინეთის ბაზარზე ინდივიდუალური დაცვის საშუალებებზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული კორპორაციის თანდართული წერილის მიხედვით, აუცილებელ პირობას წარმოადგენს დანართი 1-ით განსაზღვრული საქონლის ღირებულების (2,230,992.00 აშშ დოლარი) წინასწარი გადარიცხვა, რათა დროულად მოხდეს მოსაწოდებელი საქონლის დამზადება და მოწოდება. აღნიშნულ ღირებულებაში გათვალისწინებულია საქონლის ტრანსპორტირება პეკინის აეროპორტის სატვირთო ტერმინალში და განბაჟებასთან დაკავშირებული პროცერუდების განხორციელება.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ამ ეტაპზე უცნობია ჩარტერული რეისი რომელი ქალაქის აეროპორტიდან განხორციელდება, საჭიროებას წარმოადგენს შიდა ტრანსპორტირების ხარჯების გათვალისწინება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ლევან თავაძემ თავის მხრივ მზადყოფნა გამოთქვა, უზრუნველყოს ჩინეთის ტერიტორიაზე საქონლის შიდა გადაზიდვების ორგანიზება და ჩინელ მომწოდებლებს, სამინისტროსა და ჩინეთში საქართველოს საელჩოს შორის ინფორმაციის კოორდინაცია

 

ტვირთების შიდა გადაზიდვის, ჩატვირთვა-გადმოტვირთვისა და სხვა საჭირო ღონისძიებებთან დაკავშირებულ წინასწარ ხარჯთაღრიცხვას წარმოადგენს წერილობითი ფორმით. დროის მოგების მიზნით, ლევან თავაძე მიზანშეწონილად მიიჩნევს (იხილეთ თანდართული მეილი),  შიდა ტრანსპორტირებასა და ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული ხარჯების წინასწარ ავანსის სახით გადარიცხვას.

 

დანართის სახით წარმოგიდგენთ ხელშეკრულების პროექტ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესყიდვასთან დაკავშირებით, შესასყიდი საქონლის სიას, რაოდენობისა და ფასის გათვალისწინებით და ჩინეთის მხარესთან არსებულ მიმოწერას.

 

თქვენი თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის სამსახურებს ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებული პროცედურებისა და სხვა საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა.

 

პატივისცემით,