From : Shorena Kubaneishvili <shkubaneishvili@moh.gov.ge>
To : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
Subject : Re: UPR-info
Cc : Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Levan Abashidze <labashidze@moh.gov.ge>
Received On : 07.04.2020 06:24

დილამშვიდობისა მაიკო,


ინსპექტირების პროგრამით  საანგარიშო პერიოდში ზედამხედველობა განხორციელდა, როგორც შრომის უსაფრთხოების კანონის აღსრულებაზე (1 სექტემბრამდე, ანუ მანამ სანამ ორგანული კანონი მოიცავდა ყველა ეკონომიკურ საქმიანობას) ასევე შრომით უფლებებზე. განხორციელებული პირველადი ინსპექტირებები თავისი არსით სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს. სახელფასო დავალიანების მაწილი კი საჩივრის საფუძველზე განხორციელებული ინსპექტირების შედეგია, რომელიც უფლებრივი მიმართულებით განხორციელდა  23 კომპანიიდან ერთ-ერთ კომპანიაში.


ვინაიდან აღნიშნული ჩანაწერი ნეგატიურ განწყობებს წარმოშობს გთავაზობთ, შემდეგს რომ  ჩანაწერი "ათგან ერთმა დამსაქმებელმა, გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე გასცა სახელფასო დავალიანება" იქნას ამოვიღებული ანგარიშიდან.

 

 

პატივისცემით  
შორენა ყუბანეიშვილი 

მონიტორინგისა და ზედამხედველობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 

მის.: აკ. წერეთლის გამზ. 144; თბილისი 0119; საქართველო 

ოფის: +995 (032) 251 00 11 (14-21)
მობ: +995 (597) 99 39 99


From: Maia Nikoleishvili
Sent: Monday, April 6, 2020 11:58 PM
To: Shorena Kubaneishvili; Beka Peradze
Subject: Fwd: UPR-info
 

მეგობრებო,

გთხოვთ, გადახედეთ ქვემოთ საგარეოს მეილს და მომაწოდეთ დაზუსტებული/კორექტირებული ინფო ხვალისთვის.

მადლობა.

მაიკო

Sent from my iPhone

Begin forwarded message:

From: Meri Jangavadze
Date: April 6, 2020 at 18:35:09 GMT+4
To: Maia Nikoleishvili
Cc: Irine Bartaia , Mikheil Kekenadze
Subject: UPR-info




ქალბატონო მაია სატელეფონო საუბარში შეთანხმებისდა შესაბამისად გიგზავნით ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა საჭიროებდეს გადამოწმებას და საჭიროებისამებრ განვრცობას, კერძოდ 118.39 რეკომენდაციის ეს ნაწილი

"საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის  N682 დადგენილება შრომის პირობების ინსპექტირების 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ შესაბამისად  150 ინსპექტირება 150 ობიექტზე, მათ შორის 23 კომპანიის 107 ობიექტი შემოწმდა შრომითი უფლებების მიმართულებით.
თითოეულ შემოწმებულ კომპანიაზე გაიცა შესაბამისი სარეკომენდაციო ხასიათის მითითება. მათგან ერთმა დამსაქმებელმა, გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე გასცა სახელფასო დავალიანება.
 
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით  სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ შესაბამისად  127 ინსპექტირება -127 ობიექტზე;
საწარმოო უბედური შემთხვევის მოკვლევისთვის - 35 ინსპექტირება."

პირველ აბზაცთან დაკავშირებით, 150 შემთხვევიდან მხოლოდ ერთმა დამსაქმებელმა გასცა სახელფასო დავალიანება და დანარჩენი 149 დამსაქმებელი არ დაემორჩილა? ძალიან ცუდი სტატისტიკაა. იქნებ კიდევ გადავხედოთ და საბოლოო სახით ჩამოვაყალიბოთ, რომ ჩანდეს დანარჩენებთან მომართებით რა მოხდა. თუ შესაძლებელი იქნება, იქნებ 2დღის ვადაში მოგვაწოდოთ ეს ინფორმაცია?

სს,
მერი