From : Amiran Gogitidze <agogitidze@moh.gov.ge>
To : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
Subject : Re: Mobile Ventilators
Received On : 06.05.2020 16:35

ხელოვნური სუნთქვის აპარატი, მოზრდილთა პედიატრიული და ნეონატალური
პაციენტისათვის, სატრანსპორტო,

PEEP 0-დან არანაკლებ 20-მდე mBar(cmH20), აკუმულატორით (12W და
220W დასამუხტი მოწყობილობით), მრავალჯერადი ნაკადის სენსორით, ძირითადი და
სათადარიგო მრავალჯერადი კონტურით მოზრდილებისა და ნეონატოლოგიური პაციენტებისთვის, (კონტური სატესტო
ფილტვით, სახის ნიღბით), ექსპლუატაციაში არ მყოფი, მონაცემთა ჩვენების ფერადი
ეკრანით (დისპლეი), რეანიმობილში კედელზე
სამაგრი მოწყობილობით, სატრანსპორტო ჩანთით, ჟანგბადის ცენტრალური მილით,
ჟანგბადის პორტატული ბალონით. არანაკლებ -18 c-დან +50 c-მდე მუშაობის
შესაძლებლობით. ჟანგბადის კონცენტრაციის ჰაერთან შერეული და 100% ჟანგბადის მიწოდების რეჟიმების შესაძლებლობით.
აკუმლატორით არანაკლებ 5 სთ მუშაობის რეჟიმით,

დამუხტვის პერიოდი 5 სთ-მდე, მისი ჟანგბადის მილის გადამყვანები თავსებადი უნდა
იყოს მანქანის ჟანგბადის სისტემის და პორტატული ბალონის შესაერთებელთან
შესაბამის უნდა გააჩნდეს ISO 10651-3 სერთიფიკატი, CE სერთიფიკატი, უნდა
აკმაყოფილებდეს სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის მიღებულ EN
1789:2007+A2:2014 დოკუმენტის (სანიტარულ-სატრანსპორტო საშუალებები და მათი
აღჭურვილობა - საგზაო სასწრაფო დახმარების მანქანები) თანახმად სატრანსპორტო
სუნთქვის აპარატის შესახებ ნორმატიულ მითითებებს. სუნთქვის აპარატს უნდა
გააჩნდეს საჰაერო ტრანსპორტში გამოყენების შესაბამისი სერტიფიკატი


ეს არის სპეციფიკაცია ზოგადი რაც გვინდა მაიკო, შემოთავაზებულ მოდელებს შორის მისაღებია ასევე Weinman Medumat tranport, თუმცა ჰამილტონს აქვს უპირატესობა იმ მხრივ, რომ წარმოადგენს ტურბინირებულ სისტემაზე მომუშავე აპარატს, რისი საშუალებითაც მას შეუძლია 21 %დან 100% მდე ჟანგბადის კონცენტრაცია მიაწოდოს პაციენტს, ხოლო ჟანგბადის მიწოდების შეწყვეტის ან ბალონის დაცლის შემთხვევაში ან საველე პირობებში სადაც არ არის ჟანგბადის წყარო, შეუძლია ატმოსფერული ჰაერში არსებული ჟანგბადის კონცენტრაციით ასუნთქოს პაციენტს,

რაც შეეხება ფილიფსის სუნთქვის აპარატს არ აქვს ახალშობილების სუნთქვის რეჟიმი


From: Maia Nikoleishvili
Sent: Wednesday, May 6, 2020 7:49 PM
To: Amiran Gogitidze
Subject: FW: Mobile Ventilators
 

 

 

From: Tamar Tsenteradze
Sent: Wednesday, May 6, 2020 5:34 PM
To: Maia Nikoleishvili ; Tinatin Khardziani
Cc: Nino Ramishvili
Subject: Mobile Ventilators

 

მოგესალმებით,

 

როგორც მოგეხსენებათ, ფასის ადეკვატურობის დადგენის მიზნით ვაწარმოებთ ფასთა გამოკითხვას პორტატული ვენტილატორების მწარმოებლებთან. ვინაიდან, სამინისტროს დამატებით სჭრიდება 15 ასეთი ვენტილატორი, გიგზავნით მწარმოებლების მიერ მოწოდებულ სპეციფიკაციებს განსახილველად. თუ აღნიშნული მახასიათებლები აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს, ვფიქრობ, შეგვიძლია მოლაპარაკებების დაწყება.

  1. Philips: Portable Ventilators: https://www.med.philips.ru/kardio-reanimatsionnoe-oborudovanie/apparaty-iskusstvennoy-ventilyatsii-legkih/portativnyy-apparat-ivl-philips-respironics-trilogy-202.html;
  2. Weinmann: Portable Ventilators: https://weinmann.showpad.com/share/UuCAPLvoKZzKfbt3v90OQ/1

 

თქვენს მიერ შერჩეულ მოდელზე მოვითხოვთ ინვოისსა და მოწოდების პირობებს მწარმოებლებისგან.

 

პატივისცემით,

 

Tamar Tsenteradze

Procurement Consultant

Europe and Central Asia

T

+995 322 296 272

+995 577 949 424

 

E

 

ttsenteradze@worldbank.org

W

www.worldbank.org