| From : | Marika Goguadze <marika.goguadze@gmail.com> |
| To : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: Japanese grant 2020 |
| Received On : | 02.06.2020 17:22 |
მარიკა მოგესალმებით,
სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. მადლობა საკონტაქტო ინფორმაციის გაზიარებისთვის და დოკუმენტის ქართულ ენაზე თარგმნაში დახმარებისთვის.
ჩვენ შესაბამის დეპარტამენტთან ერთად განვიხილავთ აღნიშნულ შეთანხმებას და ჩვენს შენიშვნებს/წინადადებებს მივაწვდით იაპონურ მხარეს შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში. პარალელურ რეჟიმში დაველოდებით თქვენგან თარგმნილ დოკუმენტს.
პატივისცემით,
მაია ნიკოლეიშვილი
ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის სამმართველოს უფროსის მ.შ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მის: წერეთლის გამზ. 144 თბილისი 0159 საქართველო
ტელ.: +995 32 2510034 (0802)
მობ.: +995 577 272713
ელ. ფოსტა: mnikoleishvili@moh.gov.ge
From: Marika Goguadze <marika.goguadze@gmail.com>
Sent: Tuesday, June 2, 2020 2:38 AM
To: Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
Subject: Japanese grant 2020
მოგესალმებით მაია
მე ვარ მარიკა გოგუაძე. კრაუნ ეიჯენტსის წარმომადგენელი/კონსულტანტი 1997 წლიდან. ჩემ ხელში გაიარა ყველა იაპონურმა გრანტმა. აღარ ვიცი რამდენმა.
მე დავიწყე ხელშეკრულების თარგმნა და სავარაუდოდ მომავალ ორშაბათს გამოგიგზავნით. თუ რაიმე შეკითხვა გექნებათ აი ჩემი მობილურის ნომერი: 599551524.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ წინა გრანტზე გრანტის მიმღები იყო ეკონომიკის სამინისტრო და მათ პარლამენტს დაამტკიცებინეს გრანტი, რომ გრანტი საბაჟო გადასახადებიდან განთავისუფლებულიყო. ამას ითხოვდა საგადასახადოც. ამასვე, ანუ ყველა გადასახადისგან განთავისუფლებას მოითხოვს ნოტების ურთუერთგაცვლის დოკუმენტიც, რომელიც ჯერ არ მინახავს და რა თანხაზეა საუბარი არც ეს ვიცი. თუმცა ვიცი, რომ ეს პუნქტი უეჭველად იქნება.
კიდევ გეტყვით, რომ წინა გრანტის დროს ეს ხელშეკრულება სამინისტრომ დააგზავნა სხვა სამინისტროების იურისტებთან კომენტარებისთვის. რაღაცეები შეიცვალა კიდეც. ახლა თარგმნისას ვატყობ ეს ხელშეკრულება შეცვლილია. გრანტსაც სხვა სახელი აქვს.
თუ დაგაინტერესებთ ვინ არის კრაუნ ეიჯენტსი და რა გაუკეთებია საქართველოში 1994 წლიდან, აქ ვარ ცოცხალი მემატიანე.
ასე ჩანს ერთად მოგვიწევს მუშაობა.
პატივისცემით
მარიკა გოგუაძე