| From : | Davit Pheikrishvili <DPheikrishvili@moh.gov.ge> |
| To : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: HRD-ის მე-13 შეხვედრის დღის წესრიგი |
| Received On : | 18.05.2020 10:48 |
გამარჯობათ მაიკო,
დღის წესრიგთან დაკავშირებით შენიშვნები არ გვაქვს.
პატივისცემით,
დავით ფეიქრიშვილი
დღის წესრიგთან დაკავშირებით შენიშვნები არ გვაქვს.
მოგესალმებით,
გიგზავნით საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებულ მეილს, რომელიც ეხება 2 ივლისს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე დაგეგმილ საქართველო-ევროკავშირის დიალოგის (HRD) მე-13 შეხვედრას.
გთხოვთ, განიხილოთ თანდართული დღის წესრგის პროექტი და 15 მაისამდე გვაცნობოთ თქვენი შენიშვნები ასეთის არსებობის შემთხვევაში.
პატივისცემით,
მაიკო
From: Tamar Iordanishvili
Sent: Monday, May 11, 2020 5:35 PM
To: lakiashvili@gov.ge; tdvali@gov.ge; Nino Gakharia
Cc: Salome Shapakidze
Subject: HRD-
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ ა.წ. 2 ივლისს დაიგეგმა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის (HRD) მე-13 შეხვედრა. Covid-19-ით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე შეხვედრის გამართვა დაგეგმილია ვიდეო კონფერენციის ფორმატში, თუმცა იმ შემთხვევაში თუ მიმოსვლა განახლდება შესაძლებელია შეხვედრის ქ. ბრიუსელში ჩატარება (როგორც მოგეხსენებათ შეხვედრა იმართება წელიწადში ერთხელ როტაციის წესით, გასულ წელს შეხვედრა გაიმართა ქ. თბილისში, 23 მაისს).
გიგზავნით ევროკავშირის მხარისგან მიღებულ HRD -ის დღის წესრიგის პროექტს და გთხოვთ, თანდართულ დღის წესრიგთან დაკავშირებით გვაცნობოთ თქვენი შენიშვები/ მოსაზრებები (არსებობის შემთხვევაში) მიმდინარე კვირის ბოლომდე.
ამასთან, დღის წესრიგის მიხედვით კონფლიქტის თემა მე-5 საკითხადაა გაწერილი, შეგახსენებთ, რომ გასულ წელსაც პირველად პროექტში კონფლიქტის თემა მე-5 საკითხად იყო გაწერილი, თუმცა ჩვენი თხოვნის შესაბამისად, ევროკავშირმა დღის წესრიგში მე-3 საკითხად გადაიტანა. აღნიშნულთან დაკავშირებით წელსაც მივმართავთ ევროკავშირის მხარეს.
საუკეთესო სურვილებით,
თამარი
|
|
|
|
|
Tamar Iordanishvili Counsellor Department of European Integration Ministry of Foreign Affairs of Georgia Chitadze str. 4, Tbilisi 0118, Georgia Tel: (+995 32) 2945000 (ext. 1303) E-mail: t.iordanishvili@mfa.gov.ge
|