| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>; Shorena Okropiridze <sokropiridze@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; Nino Kobaidze <nkobaidze@moh.gov.ge>; Guram Giorgobiani <ggiorgobiani@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: 请转交疾控中心 |
| Cc : | tikhardziani@gmail.com; Alexi Zhvania <ajvania@moh.gov.ge> |
| Received On : | 02.04.2020 09:00 |
მოგესალმებით,
ა) თუ საქონელი შემოვა "დახმარების" სტატუსით, შეგვიშლია მოვაწეროთ სამინისტრომ და გადასცეს ნსდს.
ბ) თუ საქონელს აქვს "გრანტის" სტატუსი, და იმავდროულად ეს კომპანია წარმოადგენს უცხოეთის იურიდიულ პირს, "გრანტების შესახებ" კანონის თანახმად, მისი მიმღები განისაზღვრება სახელმწოს სახელით მიღების შემთხვევაში - პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით; მთავრობის მიერ
მიღების შემთხვევაში - საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი ორგანოს სახით;
მოგესალმებით,
საქართველოში ჩინეთის საელჩო საჩუქრად აგზავნის 1008 PCR-ის ტესტს, რომელიც დღეს ჩამოდის და ჩაიბარებს დკსჯ ცენტრი. საელჩოს მოთხოვნაა, აღნიშნულ დოკუმენტებს ხელი მოაწეროს შესაბამისმა წარმომადგენელმა საქართველოს მთავრობის სახელით.
როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა იყოს ხელმომწერი და უფლებამოსილების მინიჭება ხომ არ იქნება საჭირო?
გთხოვთ, გადახედოთ თანდართულ დოკუმენტებს და გვაცნობოთ თქვენი პოზიცია.
პატივისემით,
მაიკო
From: Otar Namicheishvili
Sent: Thursday, April 2, 2020 10:43 AM
To: Maia Nikoleishvili
Cc: Nana Kavtaradze
Subject: FW:
მოგესალმები მაიკო,
გიგზავნი საქართველოში ჩინეთის საელჩოდან გადმოგზავნილ მიღება-ჩაბარების დრაფტს. მათი სურვილია მიღებაზე ხელი მოაწეროს საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა, რომელიც NCDC ვერ იქნება.
გთხოვ, სამინისტროში დააორგანიზო აღნიშნული.
პატივისცემით,
ო.ნამიჭეიშვილი
From: Embassy of China in Georgia [mailto:chinaembgeo@gmail.com]
Sent: Wednesday, April 1, 2020 10:01 AM
To: Otar Namicheishvili; Hao Ding; 许子博
Subject: Fwd: 请转交疾控中心
მოგესალმებით!
ხელმეორედ გიგზავნით მიღება-ჩაბარების აქტის ტექსტს. მცირედი შესწორება შევიტანეთ მეორე აბზაცში. გთხოვთ, დაგვიდასტუროთ თუ არის ტექსტი მისაღები, რათა ჩვენმა მძღოლმა ამობეჭდილი აქტები მოგაწოდოთ ხელმოსაწერად.
გარდა ამისა, დანართში მოცემულია მეორე მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც სჭირდება ჩინურ კომპანიას. გთხოვთ, აეროპორტში ტვირთს ვინც ჩაიბარებს ან სხვა თქვენმა წარმომადგენელმა, რომ მოაწეროს ხელი.
ველი თქვენს პასუხს.
პატივისცემით,
თამარ მუჯირი
საელჩოს მდივან-რეფერენტი