| From : | tinatin khardziani <tikhardziani@gmail.com> |
| To : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: ფრიად სასწრაფო! PPE Agreement |
| Cc : | Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; Nino Kobaidze <nkobaidze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Shorena Okropiridze <sokropiridze@moh.gov.ge>; Gela Chigoshvili <gchigoshvili@moh.gov.ge>; Tamar Shalamberidze <tshalamberidze@moh.gov.ge>; Alexi Zhvania <ajvania@moh.gov.ge> |
| Received On : | 08.04.2020 17:11 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
გიგზავნით ჩინეთიდან მოსაწოდებელი პერსონალური დაცვის საშუალებების შესახებ შესწორებულ დანართს.
გთხოვთ, გადახედოთ და მოიწეროთ თქვენი მოსაზრება.
პატივისცემით,
თინათინ ხარძიანი
საღამო მშვიდობისა,
გიგზავნი პერსონალური დაცვის საშუალებების შესყიდვის ხელშეკრულებას და მოსაწოდებელი საქონლის დანართს (დანართში დაემატება სამედიცინო ხალათები).
აღნიშნული საქონლის შესყიდვის მიზნით, ჩინეთში საქართველოს საელჩოს რეკომენდაციით დავუკავშირდით საქართველოს სათვისტომოს ხელმძღვანელს და კომპანია Simpex Solutions LLC წარმომადგენელს ლევან თავაძეს, რომელმაც მოიძია სახელმწიფო კორპორაცია. აღნიშნული კორპორაცია იქნება ამ ხელშეკრულების მხარე და თავის მხრივ უზრუნველყოფს ჩინეთის მთავრობის მიერ ავტორიზებული ქარხნებიდან საქონლის სამინისტროსთვის მოწოდებას.
პირველ ეტაპზე მოვითხოვეთ საბანგო გარანტია, თუმცა საბანკო გარანტიას ამ ეტაპზე ჩინეთის ბანკები არ გასცემენ.
შესაბამისად, შემოთავაზებულია შემდეგი პირობა:
თანხის გადარიცხვა უნდა მოხდეს წინსწრებით, მოსაწოდებელი საქონლის ინვოისის შესაბამისად. მოთხოვნილი საქონლის დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, საქონლის წარმოება და მოწოდება მოხდება ეტაპობრივად. მაგ.: პირველ ეტაპზე 50 000 კომბინიზონის დასამზადებლად გამოაგზავნიან შესაბამისი ღირებულების ინვოისს, თანხის ჩარიცხვის შემდგომ მოხდება ამ კომბინიზონების წარმოება და დაახლოებით 1 კვირის ვადაში მოწოდება. საქონლის ტრანსპორტირება განხორციელდება ეტაპობრივად, გადამზიდი კომპანიის მეშვეობით და/ან ჩარტერული რეისით. ჩარტერული რეისით საქონლის ტრანსპორტირების შემთხვევაში, ლევან თავაძე უზრუნველყოფს საქონლის შეგროვებას და დროებით დასაწყობებას. ჩარტერული რეისის უზრუნველყოფას საგარეო საქმეთა სამინისტრო დაგვპირდა.
შესაბამისად, საქონლის ღირებულების პარალელურად გასათვალისწინებელი იქნება გადამზიდი კომპანიის მეშვეობით ტრანსპორტირებისა და საჭიროების შემთხვევაში, ტვირთის საწყობში განთავსების ხარჯი.
გთხოვთ, გადახედოთ თანდართულ ხელშეკრულებას და ხვალ დილას გვაცნობოთ თქვენი პოზიცია/შენიშვნები.
პატივისცემით,
მაიკო
მაია ნიკოლეიშვილი
ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის სამმართველოს უფროსის მ.შ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მის: წერეთლის გამზ. 144 თბილისი 0159 საქართველო
ტელ.: +995 32 2510034 (0802)
მობ.: +995 577 272713
ელ. ფოსტა: mnikoleishvili@moh.gov.ge