From : Eter Khabelashvili <ekhabelashvili@mfa.gov.ge>
To : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
Subject : Re: ოქმის ხელმოწერა USHAŞ - თან
Received On : 25.05.2020 16:31

მაია, გამარჯობა. 
დიდი მადლობა ინფორმაციისათვის, აუცილებლად მოვიკითხავთ უსჰაშთან თქვენს მიერ გაგზავნილი ოქმის საკითხს. 

აქვე, უმორჩილესად გთხოვთ, თურქულ მხარესთან ნებისმიერი სახის კორესპონდენცია გააგზავნოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გავლით და არა თურქეთის საელჩოს მეშვეობით. 

საუკეთესო სურვილებით, 

ეთო. 



Sent from my iPhone

On May 24, 2020, at 20:30, Maia Nikoleishvili wrote:



ეთერ, მოგესალმებით,

 

ბოდიშს გიხდით დაგვიანებული პასუხისათვის.

USHAŞ-თან თანამშრომლობას რაც შეეხება, გაცნობებთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განიხილა მათ მიერ მოწოდებული თანამშრომლობის ოქმის პროექტი და 2020 წლის №01/3489 წერილთან ერთად გაეგზავნათ სამინისტროს შენიშვნები. ჯერ-ჯერობით USHAŞ-ის წარმომადგენლებისგან აღნიშნულ წერილზე და შესაბამისად, ოქმის პროექტზე პოზიცია არ მიგვიღია.

დანართის სახით წარმოგიდგენთ ჩვენს მიერ გაგზავნილ კორესპონდენციას, რომელიც ასევე მიეწოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს.

 

პატივისცემით,

 

 

მაია ნიკოლეიშვილი

 

ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის სამმართველოს უფროსის მ.შ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

მის: წერეთლის გამზ. 144 თბილისი 0159 საქართველო

ტელ.: +995 32 2510034 (0802)

მობ.: +995 577 272713

ელ. ფოსტა: mnikoleishvili@moh.gov.ge

 

 

From: Eter Khabelashvili [mailto:ekhabelashvili@mfa.gov.ge]
Sent: 13 May, 2020 13:03
To: Maia Nikoleishvili; tikhardziani@gmail.com
Cc: Diana Malazonia
Subject:
ოქმის ხელმოწერა USHAŞ - თან

 

 

 

 

                მოგესალმებით,

 

 

            გწერთ ანკარაში საქართველოს საელჩოდან, მრჩეველი ეთერ ხაბელაშვილი.

გაცნობებთ, რომ კომუნიკაცია გვქონდა თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული „საერთაშორისო ჯანდაცვის მომსახურების სააგენტოს“ (USHAŞ) წარმომადგენლებთან, რომელთა ინფორმაციით, ქართულ მხარეს ოფიციალურად უკვე გადაეცა ოქმის პროექტი, USHAŞ-ს და საქართველის ჯანდაცვის სამინისტროს შორის, ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.  

გვაინტერესებს, ჩვენს მხარეს რა ეტაპზეა ხსენებული ოქმის პროექტი და თუ არის განსაზღვრული თარიღი მის ხელმოსაწერად.

 

 

 

 

კეთილი სურვილებით,

 

 

ეთერ ხაბელაშვილი.

 

+90 539 551 53 66.

<წერილი.pdf>