გამარჯობა თამუნა,
მე ვარ მარიკა გოგუაძე. კრაუნ ეიჯენტსის წარმომადგენელი/ კონსულტანტი 1997 წლიდან. ჩემ ხელში გაიარა ათზე მეტმა იაპონურმა გრანტმა. ასევე 2009-2013 წლებში ვიყავი TGF -ის LFA.
Crown Agents ბრიტანული კომპანიაა. დაარსებულია 1834 წელს. აქვს 60 მდე ოფისი მსოფლიოში. მათ შორის იაპონიაში და აშშ-ში.
მე ამჟამად იაპონიის კრაუნ ეიჯენტსთან ვმუშაობ გრანტებზე.
იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტის ამუშავების სქემა ასეთია: ჯერ ხელი ეწერება ნოტების ურთიერთგაცვლას თავისი დამატებებით. ამ ხელისმოწერიდან ორ კვირაში კრაუნ ეიჯენტსსა და საქართველოს მთავრობას შორის ხელმოსაწერი იქნება შეთანხმება, რომლის მიხედვითაც
ეს კომპანია ინიშნება შმსყიდველ აგენტად რომელიც იმუშავებს საქართველოს მთავრობისთვის და საქართველოს მთავრობის სახელით. ამ შეთანხმების პირობები ამ წლების განმავლობაში თითქმის არ შეცვლილა. მაგრამ ზოგი პუნქტი შესწორდა.
ველაპარაკე მაია ნიკოლეიშვილს. დღეის მდგომარეობით შენიშვნები ხელშკრულებასთან მიმართებაში მიღებული აქვს და ახლა მუშაობს იმაზე, რომ ყველა შენიშვნას თავი მოუყაროს და გამოგვიგზავნოს. მისივე ინფორმაციით ნოტების ურთიერთგაცვლის დოკუმენტს ხელი სავარაუდოდ მოეწერება
20 ივლისის მიდამოებში.
Crown Agents, Japan მთხოვა, თუ ეს შესაძლებელია, სავარაუდო სია თუ რისი შესყიდვა უნდა სამინისტროს იქნებ გამოგვიგზავნოო, რომ თადარიგი დავიჭიროთ და სპეციფიკაციების დადგენამ დიდი დრო არ წაიღოსო. ეს სია საბოლოოდ შეთანხმდება კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც იაპონიის
საელჩოც დაესწრება. (ეს ნოტების ურთიერთგაცვლის დოკუმენტის ერთ-ერთი პირობაა).
მე შევხვდი ბატონ ამირან გამყრელიძეს, ბატონ ზაზა ავალიანს, რომელსაც წვლილი მიუძღვის ამ გრანტის მიღებაში და ასევე შევხვდი და ვესაუბრე ნიკა ჩხარტიშვლს. როგორც გამოვარკვიე პრემიერსაც ჰქონია სია, რომელიც ბატონი ცერცვაძისთვის შეუთავაზებია, ბატონმა ამირანმა კი
მითხრა რომ სია თქვენთან უნდა იყოს. ეს არის ის მიზეზი, რატომაც გირეკავდით და შეხვედრა მინდოდა.
ასე, რომ თუ დროს გამონახავთ შევხვდეთ, თუ არადა ეგებ სავარაუდო სია გამომიგზავნოთ, თუკი ასეთი უკვე გაქვთ.
პატივისცემით,
მარიკა გოგუაძე
599 55 15 24