From : Khatuna Avlokhashvili <xatuna2010@gmail.com>
To : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
Subject : Re: ბავშვთა საოჯახო ტიპის სახლის გახსნა
Received On : 23.06.2020 12:12

მაიკო მივიღე,
გადავცემ ამ ინფორმაციას და მოგწერ პასუხს.

вт, 23 июн. 2020 г. в 15:19, Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>:

ხათუნა, სალამი,

გაცნობებთ, რომ 25 ივნისს 13:30 საათზე დაგეგმილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სპეციალიზირებული მცირე საოჯახო ტიპის სახლის გახსნა (მის: ქ. თბილისი, ქერჩის ქუჩა #4).

საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვების ოჯახთან მიახლოებულ გარემოში აღზრდასა და მათზე ზრუნვის ხარისხის გაუმჯობესებას.

დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ფარგლებში, აღნიშნულ სახლში გადავლენ „თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში“ მყოფი ბენეფიციარები, არაუმეტეს 10  ბავშვისა.

გვაქვს პატივი, აღნიშნულ ღონისძიებაზე მოვიწვიოთ ბატონი კახა კალაძე. ცერემონიალს დაესწრება ჯანდაცვის მინისტრი ქ-ნ ეკატერინე ტიკარაძე და ამერიკის ელჩი ქ-ნ კელი დეგნანი.  

ოფიციალურ მოწვევის წერილს დღის ბოლომდე მოგაწვდით.

პატივისცემით,

მაია ნიკოლეიშვილი

 

ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის სამმართველოს უფროსის მ.შ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

მის: წერეთლის გამზ. 144 თბილისი 0159 საქართველო

ტელ.: +995 32 2510034 (0802)

მობ.: +995 577 272713

ელ. ფოსტა: mnikoleishvili@moh.gov.ge

 



--
პატივისცემით,
ხათუნა ავლოხაშვილი

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი

ტელ: (+995 32) 2 37 84 90
მობ: (+995) 599 17 60 77