From : Nana Kavtaradze <n.kavtaradze@ncdc.ge>
To : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>; Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; Irma Khonelidze <I.khonelidze@ncdc.ge>
Subject : RE: information on WHA 73 Session
Received On : 13.05.2020 14:24

მაიკო მადლობა,

 

გავეცანით წარმოდგენილ ინსტრუქციას. აპლიკაციაზე შესასვლელად კოდიც იქნება საჭირო, რომელსაც მოგვიანებით თქვენ მოგვაწვდით, თუ პირად მეილებზე მიიღებენ ასამბლეის წევრები?

 

პატივისცემით,

 

ნანა

 

From: Maia Nikoleishvili [mailto:mnikoleishvili@moh.gov.ge]
Sent: Wednesday, May 13, 2020 3:32 PM
To:
Amiran Gamkrelidze; Irma Khonelidze
Cc: Nana Kavtaradze
Subject: information on WHA 73 Session
Importance: High

 

ბატონო ამირან, მოგესალმებით,

 

გაცნობებთ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 73-ე სესია გაიმართება 18-19 მაისს. ღონისძიების მთავარი თემაა კორონავირუსის პანდემია.

ხელმძღვანელობის მითითებით, დელეგაციის სიაში თქვენთან ერთად გათვალისწინებულია ქ-ნ ირმა ხონელიძის კანდიდატურაც.

სესია დაიწყება თბილისის დროის 14:00 საათზე.

საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს ქ-ნ ეკატერინე ტიკარაძის 2 წუთიანი ვიდეო მიმართვა დაგეგმილია 18 მაისს. 

სესია გაიმართება INTERPREFY-ის პლატფორმით. ტექნიკური დეტალები იხილეთ დანართში.

შეხვედრაზე დამტკიცდება მხოლოდ ერთი რეზოლუცია კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე, იხილეთ თანდართული რეზოლუციის პროექტი. თუმცა ამ ეტაპზე უცნობია კენჭისყრით მოხდება დამტკიცება თუ დუმილის პროცედურით.

მოგეხსენებათ, წელს საქართველოს ჯანმოს აღმასრულებელ საბჭოში ეწურება მანდატი. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ევროპის რეგიონის ჯგუფიდან ჯანმოს აღმასრულებელი საბჭოს წევრებად რუსეთის და ბრიტანეთის კანდიდატები დამტკიცდებიან კონსენსუსით, კენჭის ყრის პროცედურა არ გაიმართება. დასამტკიცებელი კანდიდატების შესახებ დაზუსტებული/საბოლოო ინფორმაცია ასამბლეამდე 3 დღით ადრე გახდება ცნობილი.

აქვე გიგზავნით  ჯანმოს საიტიდან ამონარიდს დღის წესრიგთან დაკავშირებით:

Due to the current COVID-19 pandemic, the 73rd World Health Assembly will be virtual. The agenda has been reduced to fit into two days, starting on Monday 18 May and concluding no later on Tuesday 19 May.

The programme will cover:

პატივისცემით,

 

მაიკო

 

 

მაია ნიკოლეიშვილი

 

ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის სამმართველოს უფროსის მ.შ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

მის: წერეთლის გამზ. 144 თბილისი 0159 საქართველო

ტელ.: +995 32 2510034 (0802)

მობ.: +995 577 272713

ელ. ფოსტა: mnikoleishvili@moh.gov.ge