From : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
To : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>; Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>
Subject : RE: Minister's statement at GA
Received On : 13.05.2020 06:03

ეს არის პატარა მესიჯი რაც შესაბამისად შეგვიძლია დავაინტეგრიროთ, მაგრამ ჯერ რა არის მთავარი თემა ეს მჭირდება:

 

„ საქარათველოს, როგორც პატარა ქვეყნის დიდი წარმატება კოვიდ ინფექციასთან ბრძოლაში, განაპირობა სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საზოგადოების ურთიერთშეთანხმებულმა მოქმედებამ. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემამ, მედპერსონალმა, თითოეულმა მოქალაქემ გამოიჩინა უმაღლესი  სოციალური  თუ პროფესიული პასუხისმგებლობა პანდემიის

დროს.                                                 

ჩვენი ქვეყნის 20% -ი არის ოკუპირებული, სამწუხაროდ, სწორედ ამიტომ  საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება არ ფლობს სრულ ინფორმაციას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ეპიდ სიტუაციაზე. საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან, გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მუდმივ მზადყოფნას გამოთქვამს დახმარება გაუწიოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ  საკუთარ მოქალაქეებს, რაზეც რეჟიმის მხრიდან სერიოზული წინააღმდეგობას აწყდება.                               

 პანდემიამ დღეს კიდევ ერთხელ დაგვანახა,  თუ  რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანი ძალისხმევა , უხილავ მტერთან საბრძოლველად.  გამოცდილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ პანდემიის დროს უნდა იქნას სწორედ გაანალიზებული და განზოგადებული.

საქართველო სრულად ახორციელებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს. მინდა ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და მადლობა გადავუხადო ჯანმოს გაწეული სამუშაოსათვის. ასევე მივესალმო პარტნიორ სახელმწიფოებს და ასევე მადლობა მოვახსენო ურთიერთგამოცდილების გაზიარებისა და მხარდაჭერისთვის.“

 

From: Tamar Gabunia
Sent: 13 May, 2020 09:58
To: Maia Nikoleishvili ; Tea Kankia ; Marika Ghadua
Subject: Minister's statement at GA

 

მაიკო

 

გთხოვ მომაწოდო დეტალები გენერალური ასამბლეის რომელ სესიაზე იგეგმება ქალბატონი ეკატერინეს statement ის წარდგენა. რა არის მთავარი თემა, რას ვუჭერთ მხარს?

მადლობა!