| From : | Eteri Kirtskhalia <ekirtskhalia@unicef.org> |
| To : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: Invitation from the Minister of Health_18 June_11:00 |
| Received On : | 23.06.2020 14:00 |
ქალბატონო მაია,
დიდი მადლბა მოწვევისთვის.
როგორც მოგახსენეთ, სამწუხაროდ ბატონი ღასანი ვერ დაესწრება გახსნას, რადგან მიემგზავრება ახალქალაქში სომხური სამოციქულო და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებთან შესახვედრად.
გაეროს ბავშვთ ფონდიდან გახსნის ღონისძიებას დაესწრება წარმომადგენლის მოადგილე, ქალბატონი ეიმი ქლენსი.
პატივისცემით,
ეთერი
From: Maia Nikoleishvili
Sent: Tuesday, June 23, 2020 4:37 PM
To: Eteri Kirtskhalia
Subject: RE: Invitation from the Minister of Health_18 June_11:00
ეთერ, მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ 25 ივნისს 13:30 საათზე დაგეგმილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სპეციალიზირებული მცირე საოჯახო ტიპის სახლის გახსნა (მის: ქ. თბილისი, ქერჩის ქუჩა #4).
საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვების
ოჯახთან მიახლოებულ გარემოში აღზრდასა და მათზე ზრუნვის ხარისხის გაუმჯობესებას.
დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ფარგლებში, აღნიშნულ სახლში გადავლენ „თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში“ მყოფი ბენეფიციარები, არაუმეტეს 10 ბავშვისა.
ცერემონიალს დაესწრება ჯანდაცვის მინისტრი ქ-ნ ეკატერინე ტიკარაძე, ამერიკის ელჩი ქ-ნ კელი დეგნანი და ქალაქ თბილისის მერი (TBC).
სამწუხაროა, რომ ბატონი ღასანი ვერ ახერხებს აღნიშნულ ღონისძიებაზე დასწრებას. გთხოვთ, გვაცნობოთ გაეროს ბავშვთა ფონდიდან ვინ შეძლებს ღონისძიებაში მონაწილეობას.
მადლობა წინასწარ.
მაია ნიკოლეიშვილი
ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის სამმართველოს უფროსის მ.შ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მის: წერეთლის გამზ. 144 თბილისი 0159 საქართველო
ტელ.: +995 32 2510034 (0802)
მობ.: +995 577 272713
ელ. ფოსტა:
mnikoleishvili@moh.gov.ge