From : Tamar Tsenteradze <ttsenteradze@worldbank.org>
To : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Subject : RE: COVID-19 EMERGENCY RESPONSE - PPSD
Cc : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tamar Shalamberidze <tshalamberidze@moh.gov.ge>; Nino Ramishvili <nramishvili@worldbank.org>
Received On : 27.04.2020 18:08
Attachments :

მაიკო, თიკო,

 

უღრმესი მადლობა ოპერატიულობისთვის. გიგზავნით განახლებულ დოკუმენტებს იმის გათვალისწინებით, რომ პროექტის საჭიროებებიდან გამომდინარე, პროექტის ჯანდაცვისა და სოციალური ასპექტების პროცენტული პროპორცია შეიცვალა 40/60 (აქამდე იყო 50/50). შესაბამისად, ჯანდაცვის კომპონენტზე დარჩენილი თანხა დავაკორექტირე.

 

პატივისცემით,

 

თამუნა

 

From: Maia Nikoleishvili
Sent: Monday, April 27, 2020 7:41 PM
To: Tamar Tsenteradze
Cc: Tinatin Khardziani ; Tamar Gabunia ; Tamar Shalamberidze ; Beka Jakeli
Subject: FW: COVID-19 EMERGENCY RESPONSE - PPSD

 

[External]

 

თიმუნა,

 

გიგზავნით თქვენ მიერ მოწოდებულ დოკუმენტს, მცირე კორექტირებით.

დოკუმენტში ასახულია ქალბატონი თამარის შენიშვნაც PPE-ის 21 მილიონიდან 10 მილიონის ჰოსპიტალური აღჭურვილობის შესყიდვის ნაწილში გადატანასთან დაკავშირებით.

 

პატივისცემით,

 

მაიკო

 

From: Tamar Tsenteradze <ttsenteradze@worldbank.org>
Sent: Sunday, April 26, 2020 9:53 PM
To: Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; tinatin khardziani <tikhardziani@gmail.com>
Cc: Nino Ramishvili <nramishvili@worldbank.org>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; n.gagua@mof.ge; Ekaterine Guntsadze <E.Guntsadze@mof.ge>; Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>; Tamar Shalamberidze <tshalamberidze@moh.gov.ge>
Subject: RE: COVID-19 EMERGENCY RESPONSE - PPSD

 

საღამო მშვიდობის,

 

შეთანხმებისამებრ, გიგზავნით დაკორექტირებულ დოკუმენტს თქვენი კომენტარებისთვის.

 

როგორც მოგახსენეთ, აღნიშნული დოკუმენტი, შესყიდვის გეგმასთან ერთად (PP), არის სესხის პაკეტის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მზადდება მსესხებლის მიერ. გთხოვთ, განიხილოთ ატვირთული ვარიანტი და შენიშვნები/კომენტარები გამოგვიგზავნოთ ხვალ.

 

დოკუმენტის განხილვისას, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი:

  1. ყვითლად მონიშნული ადგილები მოითხოვს ინფორმაციის დაზუსტებას ან/და დაკორექტირებას;
  2. კალკულაცია გაკეთებულია შემდეგი ლოგიკით: კომპონენტის (სადაც გათვალისწინებულია შესყიდვები) გამოყოფილი სრული თანხა შეადგენს 79,900,00 აშშ დოლარს, აქედან 30,500,00 აშშ დოლარი გათვალისწინებულია .. Case management-ზე. დარჩენილი 49,400,00 აშშ დოლარიდან დაახლოებით 6,000,000 გათვალისწინებულია რეტროაქტიულად დასაფინანსებელ კონტრაქტებზე (დღეს მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე), დარჩენილი თანხა კი გადანაწილებულია პროპორციულად თქვენს მიერ მოწოდებული საჭიროებების საფუძველზე. ზემოაღნიშნულის კორექტირება შეგიძლიათ თქვენი შეხედულებისამებრ (შეგიძლიათ გაზარდოთ ან შეამციროთ შესასყიდი საგნების ჯამური ფასები).
  3. შეგახსენებთ, რომ PPSD & PP არისცოცხალიდოკუმენტები, რომლის კორექტირება შესაძლებელია პროექტის მიმდინარეობისას.
  4. პროექტის მოქნილობის მოთხოვნიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ვეცადეთ საჭიროებების განზოგადებას.

 

მას შემდეგ, რაც მივიღებთ თქვენს კომენტარებს/შენიშვნებს და შევჯერდებით საბოლოო ვარიანტზე, დოკუმენტების (PPSD, Procurement Plan) გამოგზავნა უნდა მოხდეს თქვენგან მოლაპარაკების დაწყებამდე (სამშაბათი, 28 აპრილი).

 

აქვე აღვნიშნავ, რომ დოკუმენტი 20 აპრილს მოწოდებული პირველადი ვარიანტისგან ძალიან უმნიშვნელოდ განსხვავდება შინაარსობრივი ნაწილით (მასში სრულად არის გათვალისწინებული თქვენს მიერ კითხვარის მეშვეობით მოწოდებული ინფორმაცია).

 

გამარტივებულ შესყიდვების გეგმას მოგაწვდით უახლოეს მომავალში.

 

გთხოვთ, დამატებითი კითხვებისთვის დამიკავშირდით ნებისმიერ დროს.

 

პატივისცემით,

თამუნა ცენტერაძე

 

From: Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Sent: Monday, April 20, 2020 7:31 PM
To: Tamar Tsenteradze <ttsenteradze@worldbank.org>
Cc: Nino Ramishvili <nramishvili@worldbank.org>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; n.gagua@mof.ge; Ekaterine Guntsadze <E.Guntsadze@mof.ge>
Subject: Re: COVID-19 EMERGENCY RESPONSE - PPSD

 

[External]

მოგესალმებით

 

ხვალ მოგაწვდით შევსებულ კითხვარს

 

 

პატივისცემით,

 

თინათინ ხარძიანი

 

On 20 Apr 2020 14:27, Tamar Tsenteradze <ttsenteradze@worldbank.org> wrote:

ქალბატონო თინათინ,

 

შეთანხმებისამებრ, გიგზავნით იმ დოკუმენტის სამუშაო ვერსიას (Project Procurement Strategy for Development), რომელსაც ბანკი გიმზადებთ ტექნიკური დახმარების ფარგლებში.

 

ვინაიდან, დოკუმენტი მომზადებული უნდა იყოს პროექტის განმახორციელებლის მიერ ბანკთან შეთანხმებით, გთხოვთ, შეიტანოთ ცვლილებები ტექსტში პროექტის მიზნებიდან და განხორციელების სტრატეგიიდან გამომდინარე .. თრექ ჩეინჯებით ან კომენტარებით. ყვითლად მონიშნულია ადგილები, რომლებიც დასაზუსტებელია ან საჭიროებს თქვენს მიერ განვრცობას.

 

დროის სიმცირიდან გამომდინარე, დამატებით გიგზავნით კითხვარს, რომლის შევსების შემდეგ დოკუმენტის პროექტში ცვლილებების შეტანა არ დაგჭირდებათ და ამას თქვენს ნაცვლად ჩვენ გავაკეთებთ. შემდეგ მიიღებთ დაკორექტირებულ ვერსიას საბოლოო შენიშვნებისა და კომენტარებისთვის.

 

გთხოვთ, დამატებითი შეკითხვებისა და ინფორმაციისთვის დამიკავშირდეთ ნებისმიერ დროს (დროის მოგების მიზნით, შეგვიძლია სატელეფონო კონსულტაციაც, ჩემი ნომერი იხილეთ ქვემოთ).

 

პატივისცემით,

 

Tamar Tsenteradze

Procurement Consultant

Europe and Central Asia

T

+995 322 296 272

+995 577 949 424

 

E

 

ttsenteradze@worldbank.org

W

www.worldbank.org