| From : | giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>; Ana Darakhvelidze <adarakhvelidze@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; Tamar Meliqidze <tmeliqidze@yahoo.com>; Gvantsa Gasviani <ggasviani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; episurv@ncdc.ge; a.kasradze@ncdc.ge |
| Subject : | RE: საკოორდინაციო კომისიის სხდომა |
| Cc : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Received On : | 16.04.2020 18:33 |
| Attachments : |
თანახმა ვარ
პატივისცემით
პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი
გიორგი ჭავჭავაძე
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
ტელ: 599300525
From: Ekaterine Adamia
Sent: Thursday, April 16, 2020 9:17 PM
To: giorgi chavchavadze
Cc: Ekaterine Tikaradze
Subject: საკოორდინაციო კომისიის სხდომა
Importance: High
საღამო მშვიდობის კოლეგებო,
საქართველოში კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო კომისიაზე ელექტრონული ფორმატით განსახილველად წარმოგიდგენთ საქართველოში ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის, სამედიცინო დაწესებულებებისა და პერსონალის მობილიზების საკითხს.
მოგეხსენებათ COVID-19 დადასტურებული შემთხვევების და ცხელების მქონე პაციენტების სამართავად განისაზღვრება სამედიცინო დაწესებულებები წარმოდგენილი დანართების შესაბამისად. მათ ევალებათ დაწესებულების დაცლა (საჭიროების შესაბამისად) წინასწარ დადგენილი გრაფიკის, ან სამინისტროს მითითებების შესაბამისად. ასევე, ზემოაღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე სამედიცინო პერსონალს (ექიმი, ექთანი, სანიტარი), რომელიც ამავდროულად დასაქმებულია სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, ევალება ეპიდემიის პერიოდში დასაქმდეს მხოლოდ ამავე დაწესებულებებში.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, განსასაზღვრია ამ დაწესებულებების ფინანსური უზრუნველყოფის საკითხი. კერძოდ, კლინიკების სრულად მობილიზების (სრულად დაცლის) შემთხვევაში მათთვის გარკვეული საკომპენსაციო თანხის გადახდის მექანიზმი.
სამინისტროს ეკონომიკური ჯგუფის მიერ გაითვალა საწოლდღის სავარაუდო ღირებულებები სხვადასხვა მოცულობის კლინიკების მხრიდან წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვების საფუძველზე. ბოლო სამი თვის მონაცემების გათვალისწინებით, განისაზღვრა დაუტვირთავი საწოლდღის ღირებულება, მათ შორის იმ კლინიკებისთვის რომელთა საწოლების რაოდენობა ნაკლებია ან ტოლია 80-ს, საშუალოდ 100 ლარის ოდენობით, ხოლო, 80-ზე მეტი საწოლის მქონე კლინიკებისთვის 120 ლარის ოდენობით. აღნიშნული ღირებულება მოიცავს სამედიცინო პერსონალის ხელფასებს, კომუნალურ და ასევე, საკანცელარიო/სამეურნეო/საოპერაციო ხარჯებს.
აღნიშნული თანხა კლინიკებზე გაიცემა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში. რაც შეეხება, კლინიკებში შემთხვევების მართვას, ანაზღაურება განხორციელდება საქართველოს მთვრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ და 2019 წლის 31 დეკემბრის N674 დადგენილებით დამტკიცებული დანართი N20 („ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვა“) განსაზღვრული პირობების შესაბამისად. ამასთან, შესაბამისი ფაქტობრივი ხარჯით კლინიკების მხრიდან წარმოდგენილ უნდა იქნას მხოლოდ მედიკამენტების, კვლევებისა და სახარჯი მასალის ხარჯები. აქვე, მნიშვნელოვანია, პირადი დაცვის საშუალებებით კლინიკების მომარაგების საკითხი, რაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამინისტროს მხრიდან.
გთხოვთ, თქვენს პოზიციას ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.
პატივისცემით,
ეკატერინე ადამია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
თბილისი, წერეთლის გამზირი 144
მობ: (+995) 577 282825
ტელ: (+322) 5100381110