| From : | Nino Kobaidze <nkobaidze@moh.gov.ge> |
| To : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: მიღება-ჩაბარების აქტი |
| Cc : | Maia Gotiashvili <mgotiashvili@moh.gov.ge> |
| Received On : | 30.03.2020 08:52 |
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ მიღება-ჩაბარების აქტში მითითეულ საქონელსა და ხელშეკრულების დანართში არსებულ ტესტების სახეობებს შორის არის განსხვავება. 2000 ცალი ტესტის სახეობა და ანალიზატორები არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებაში. მიღება-ჩაბარების აქტი არ მოდის შესაბამისობაში ხელშეკრულების პირობებთან, აღნიშნულიდან გამომდინარე ხელშეკრულებაში შესატანია ცვლილება ფაქტიურად შესყიდული საქონლისა და ღირებულების ცვილების შესახებ, ასევე მიღება-ჩაბარების აქტში ჩასაწერია ანალიზატორების ღირებულება. გარდა აღნიშნულისა, ტექსტურ ნაწილში სადაც წერია, რომ „მიმწოდებელმა“ 2020 წლის 26 მარტს გადასცა გადამზიდავ კომპანიას “Silk Way West Airlines LTD“ კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ტესტები „შემსყიდველისთვის“ მიწოდების მიზნით, გადამზიდავ კომპანიასა და შემსყიდველს შორის საქონლის მიწოდების ფაქტი არ ფიქსირდება, დასამატებელი იქნება „შემსყიდველმა“ 2020 წლის 29 მარტს გადამზიდავი კომპანიისგან “Silk Way West Airlines LTD“ მიიღო 23 მარტის #-- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი 33 000 (ოცდაცამეტი ათასი) დოლარის ღირებულებით, კვლევისა და არაკომერციული მიზნებისათვის.
პატივიცემით,
ნინა კობაიძე
From: Maia Nikoleishvili
Sent: Monday, March 30, 2020 11:23 AM
To: Guram Giorgobiani
Cc: tikhardziani@gmail.com
Subject:
Importance: High
მოგესალმებით,
გიგზავნით მიღება-ჩაბარების აქტს. გთხოვთ, გადახედოთ და დააკორექტიროთ.
სს,
მაია